საკმარისია თუ არა სამი დღე, რომში მოგზაურობისთვის?
+1

საკმარისია თუ არა სამი დღე, რომში მოგზაურობისთვის?

შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, თუ გაზაფხულის თბილი დღეების, რომაულ არდადეგებად გადაქცევა გსურთ. მითუფრო მაშინ, როცა იტალიისკენ მიმავალი გზა, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, პირველად გაიხსნა და უამრავი გადადებული, ნანატრი და ჩაშლილი მოგზაურობა, ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა ფიქრობთ, რომ ეს სპონტანური, დაუგეგმავი წარმოსახვაა, რომელიც არ დაგიგეგმავთ, არც ავიაბილეთის თანხა დაგიზოგავთ? ამ წვრილმანზე შფოთვას, პერსპექტიულ მოგზაურობას ნუ შესწირავთ. აიღეთ თუნდაც ორ-სამ დღიანი შვებულება. სამდღიანი რომაული ტური, გაზაფხულის რესტარტისთვის სრულიად საკმარისია. 

 

საკმარისია თუ არა სამი დღე, რომში მოგზაურობისთვის?

 

 

რომში მოგზაურობის გამარტივებისთვის, სჯობს როგორც ყველა, ამ ტურის ყოველი დღე წინასწარ დაგეგმოთ. ვეცდებით ყველა იმ ადგილის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც სამდღიან რომაულ თრიფში, თქვენი ყურადღების მიღმა  არ უნდა დარჩეს.


მაშ ასე, დავიწყოთ:

 

 

კოლიზეუმი ისტორიულ ცენტრში

მოგზაურობა და ისტორიული რომის შეცნობა, კოლიზეუმით დაიწყეთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი შეხსენება არ გჭირდებათ, რომ კოლიზეუმი რომის ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ძეგლია. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ რომაული სამყაროს უდიდესი ამფითეატრია, რომელიც 50 000-ზე მეტ მაყურებელს იტევდა და სადაც ცნობილი გლადიატორული ბრძოლები იმართებოდა?!


გაითვალისწინეთ – ვიზიტი უფასო არ არის, არც ვიზიტორთა რიგია მოკლე.  რამდენიმე საათიც კი შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი ბილეთების მისაღებად, მაგრამ გვენდეთ – ღირს!

 



რომის ფორუმი და პალატინის გორაკი

კოლიზეუმში შეძენილი ბილეთით, რომის ფორუმის და პალატინის გორაკის მონახულებასაც შეძლებთ.


რომის ფორუმი ქალაქის უძველესი ცენტრი იყო, სადაც დღეს ბაზრის, რელიგური და ადმინისტაცირული შენობების ნანგრევებია შემორჩენილი.

მითოლოგიის თანახმად, პალატინის გორაკი კი, ერთ-ერთია იმ შვიდი ბორცვიდან, რომლებზეც რომულუსმა და რემუსმა, რომი დააარსეს. 

 


პიაცა ვენეცია

რომაული ფორუმიდან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთი მთავარი მოედანია, საიდანაც ყველა ქუჩა ტურისტულ ღირშესანიშნაობებამდე მიდის. უშუალოდ მოედანზე შესაძლოა თქვენი ყურადღება, ვიქტორ ემანუელ II-ის ძეგლმა და უზარმაზარმა თეთრი მარმარილოს შენობამ მიიქციოს.

მოედნის გვერდით ცნობილი ტრაიანეს ბარელიეფებიანი სვეტი მდებარეობს, რომელიც იმპერატორ ტრაიანეს სამხედრო დაპყრობებს ასახავს.

 



კაპიტოლიუმის მოედანი

პიაციდან გზას კაპიტოლიუმის მოიდნისკენ გაუყევით. რომელიც დიზაინერის(მიქელანჯელოს) სიცოცხლეში ვერ დასრულდა, თუმცა მშენებლობა ავტორის გეგმის მიხედვით, საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და სრულყოფილდებოდა.  


მოედანი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს, რასაც ნაწილობრივ მისი მდებარეობა და მუზეუმში, მითიური მგლის ქანდაკების ნახვის სურვილი განაპირობებს.

 



Პანთეონი

თავდაპირველად პანთეონი მითოლოგიის ყველა ღმერთს მიეძღვნა. VII საუკუნეში  კი ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა.


პანთეონის გუმბათის შიდა დიზაინი, მნახველის აღფრთოვანებას იწვევს. აქვე საშუალება გექნებათ მოინახულოთ ცნობილი მხატვრის, რაფაელის და იტალიის პირველი მეფის ვიქტორ ემანუელ II-ის საფლავი.
ვიზიტი უფასოა.

 



პიაცა ნავონა

პიაცა ნავონა, პანთეონიდან არც თუ ისე შორს, ისტორიული ცენტრის გულში მდებარეობს. პიაცა ნავონა რომის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ცნობილი მოედანია, რომელზეც სამი ცნობილი შადრევანი მდებარეობს:

  • The Fontana dei Quattro Fiumi
  • The Fontana del Nettuno
  • The Fontana del Moro

პიაცა ნავონა შესანიშნავია სასმლის დასალევად ან ნაყინის საჭმელად, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგან ეს ადგილი ფასების თვალსაზრისით ძალიან “ტურისტულია”!

 



ტრევის შადრევანი

პანთეონთან ახლოს ასევე, თქვენ ნახავთ ევროპის ყველაზე ცნობილ შადრევანს: ტრევის შადრევანს (იტალიურად Fontana di Trevi).

ეს შადრევანი ცნობილია იმით, რომ მასპინძლობს დიდი რაოდენობით საქორწილო წინადადებებს!
შადრევანში არის ქანდაკებები, რომელებიც წარმოადგენენ ზღვის ალეგორიას.
ჩააგდეთ მასში ორი მონეტა: ერთი თქვენი სურვილისთვის და მეორე რომში დასაბრუნებლად.

შადრევნის მიღმა დაინახავთ ბაროკოს სტილის დიდ სასახლეს, რაც აუცილებლად მოგხიბლავთ.
გაითვალისწინეთ, ადგილი ყოველთვის ხალხმრავალია და სამწუხაროდ, გაგიჭირდებათ შადრევნისთვის სრულყოფილი სუარათის გადაღება არასასურველი თავების გარეშე!
მიუხედავად ამისა, ტრევის შადრევანი რომის მთავარი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

წადით საყიდლებზე რომში

თუ გსურთ რომში იშოპინგოთ, ეს შესაფერისი მომენტია, რადგან ძველი ადგილების მონახულებისას, მათთან ახლოს ხართ ორ მთავარ სავაჭრო ქუჩაზე.

წადით საყიდლებზე “Via del Corso-ზე” და შეიძინეთ ცნობილი ბრენდებისგან სასურველი ნივთები გონივრულ ფასებში. 

თუ უფრო მაღალი ბიუჯეტი გაქვთ, ან უბრალოდ გსურთ მაღაზიის ვიტრინებით აღფრთოვანება, გააგრძელეთ გზა “Via Condotti-ზე”. ეს რომის ყველაზე პრესტიჟული ქუჩაა ისეთი ბრენდებით, როგორიცაა “Gucci”, “Armani” ან “Prada”.

ასე რომ, თუ გსურთ ძველი რომის აღმოჩენა, შეგიძლიათ იტალიაში მოგზაურობა ორი ან სამი დღით დაგეგმოთ.
დაიწყეთ კოლიზეუმით, შემდეგ გაემგზავრეთ ძველი რომის ორ სხვა ტურისტულ ადგილას: რომაულ ფორუმსა და პალატინის ბორცვზე ქალაქის შესანიშნავი ხედით. გადაინაცვლეთ პიაცა ვენეციისკენ, ეწვიეთ კაპიტოლიუმის მოედანას და მოინახულეთ მუზეუმებიც.
ასევე მოინახულეთ ისტორიული პანთეონი და მის ახლოს ტრევის შადრევანი და პიაცა ნავონას ცნობილი შადრევნებიც და თქვენი ვიზიტი რომში ცნობილი ბრენდების სასურველი ნივთების შეძენით დაასრულეთ.