ადგილი, სადაც ისტორიული ნაგებობები, ოქროსფერ ქვიშასა და მოლივლივე ლურჯ ზღვას ერწყმის
0

ადგილი, სადაც ისტორიული ნაგებობები, ოქროსფერ ქვიშასა და მოლივლივე ლურჯ ზღვას ერწყმის

თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ კვიპროსში მხოლოდ აია-ნაპაზე შეგიძლია დაისვენოთ ძალიან შემცდარხარ.

 

ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დასვენებისთვის საუკეთესო სეზონად, პრილის შუიდან, ოქტომბრის ბოლომდე პერიოდი მიიჩნევა.  ამ დროს ამინდი ყველაზე შესაფერისია. მეც სწორედ ამ სეზონზე,  აგვისტოში ვესტუმრე ქალაქს, რომელიც არასდროს დამავიწყდება. უალამაზესი გრძელი სანაპირო ზოლი, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ისტორიული ნაგებობები, უამრავი კაფე თუ რესტორანი და საკმაოდ მაღალი ხარისხის მომსახურება – არასრული ჩამონათვალი იმისა, თუ რატომ გახდა პაფოსი, კვიპროსის ყველაზე პოპულარული კურორტი და რატომაც არასდროს დამავიწყდება. 

ქალაქი, კუნძულ კვიპროსის სამხრეთ-დასავლეთით, ტოდოსის ქედის მწვერვალთან მდებარეობს.  მოსახლეობის 80% ბერძენია, ხოლო დანარჩენი 20% თურქი. 

 

ქალაქის ღირსშესანიშნაობები

 

პაფოსის ციხე

კატო-პაფოსში, პორტის გვერდით, შუა საუკუნეების ციხე მოგჭრით თვალს. ეს შენობა არამხოლოდ სანაპიროს საუკეთესო ღირსშესანიშნაობა, არამედ მთელი ქალაქის სავიზიტო ბარათია.

 

პაფოსის არქეოლოგიური პარკი

პაფოსის არქეოლოგიური პარკი კვიპროსში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქეოლოგიური ადგილია, 1980 წელს იგი იუნესკოს სიაში შეიტანეს. კომპლექსში უძველესი ნაგებობებია. 

II საუკუნეში აშენებული უძველესი რომაული თეატრი ზაფხულში Odeon, რომელიც 1000 მაყურებელს იტევს, ღია ცის ქვეშ კონცერტებს და წარმოდგენებს მასპინძლობს.

Saranta Kolones, რაც ნიშნავს “ორმოც სვეტის ციხეს”, მდებარეობს პარკში. მიუხედავად იმისა, რომ ციხესიმაგრიდან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, იგი კვიპროსში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ადგილად ითვლება.

 

მეფეთა სამარხები

კვიპროსის პაფოსის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა „მეფეთა სამარხები“. Სადაც მაღალი თანამდებობის პირები და სხვადასხვა პერიოდის საზოგადო მოღვაწეები არიან დაკრძალულნი. 

 

კვება

ძველ პაფოსში, ულამაზესი ვარდისფერი კაფეს გირჩევთ, სადაც უგემრიელესი ტკბილეულის დაგემოვნებას შეძლებთ. კაფეს  “Stephanie rose” ჰქვია.  Თუ ასევე გემრიელი ბერძნული სასმზარეულოს დაგემოვნება და მხიარულება გსურთ,  “Demokritos” -ს გირჩევთ.

 

სასტუმრო

პაფოსში შედარებით ძვირადღირებულია მთელს კვიროსში, ჩვენს სასტუმროში მომსახურე პერსონალის 80% ქართველები იყვნენ, ამიტომაც ბევრი ვისაუბრეთ საქართველოზე. აღმოჩნდა, რომ პაფოსში ქართველი ტურისტები ფაქტიურად არ დადიან (მიზეზი უცნობია) და ჩვენ, ხუთი წლის განმავლობაში სასტუმროს პირველი ქართველი სტუმრები ვიყავით. Ქალაქში ბევრი ქართველი ტაქსის მძღოლი და მიმტანი მუშაობს და თითოეული მათგანი, ისეთივე გაკვირვებით გვხვდებოდნენ ქართველ ტურისტებს, როგორც მასპინძელ სასტუმროში. 

საღამოობით ისეირნეთ ბულვარში, აუცილებლად მოინახულეთ ძველი პაფოსი, გასაოცარი არქიტექტურით და გასართობი სივრცეებით.

 

 

დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი ტური, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, Fly.ge-ს ციფრული გიდების დახმარებით.