2023 წლის ნოემბრიდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება: მოგზაურობის ნებართვა, იგივე ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია, არის შესვლის მოთხოვნა ვიზასაგან გათავისუფლებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპაში. მოქმედებს სამ წლამდე ან პასპორტის ვადის ამოწურვამდე.
რა არის ETIAS ანუ ევროპაში მოგზაურობის ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა?
ეს არის ევროპის ქვეყნებში შესვლის მოთხოვნა შენგენის ზონაში ვიზისგან თავისუფალი ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიემგზავრებიან ევროპის 30 ქვეყანაში.
ეს სისტემა წააგავს აშშ-ს მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონულ სისტემას (ESTA), რომელიც მსგავს მიზანს ემსახურება.
ETIAS-ის გავლის სამართლებრივი პროცედურები 2016 წელს დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, სისტემა სრულად ამოქმედდება 2023 წლის ნოემბერში.
ამ სისტემის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა. მოგზაურობის ავტორიზაციის ეს სისტემა შეაგროვებს, თვალყურს მიადევნებს და განაახლებს ვიზიტორებთან დაკავშირებულ საჭირო ინფორმაციას.
რატომ გახდა საჭირო ამ სისტემის შემოღება?
ETIAS-ის ავტორიზაციის დამტკიცების მთავარი მიზეზი უსაფრთხოებაა.
ევროკომისიის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა 2016 წლის მიმართვაში თქვა:
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით ჩვენ გავიგებთ, ვინ მოგზაურობს ევროპაში“.
ეს არის სია იმ ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ETIAS-ს მოითხოვენ.
ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.
ეს კი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლის მოქალაქეებსაც მოუწევთ გამგზავრებამდე განაცხადის შევსება
ამ ქვეყნებს შორის არის საქართველოც.
უნდა მივმართო თუ არა ETIAS-ზე ყოველ ჯერზე, როცა ევროპაში ვიმოგზაურებ?
ETIAS-ი მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, შესაბამისად, განაცხადსაც აქვს სამწლიანი ვადა. სამი წლის შემდეგ თქვენ ხელახლა უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა.
თუ ETIAS-ის მიღების შემდეგ, სამწლიანი პერიოდის გასვლამდე, ნებისმიერი მიზეზით შეცვალეთ პასპორტი, თავიდან უნდა გაიაროთ სამგზავრო ავტორიზაცია.
რამდენჯერ შეიძლება ჩავიდე ევროპაში?
ETIAS-ის მოქმედი მოგზაურობის ნებართვა ამ უფლებას არ გიზღუდავთ, – შეგიძლიათ ევროპაში იმოგზაუროთ მოკლევადიანი ვიზიტით, რაც მოიცავს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. თუმცა, ცხადია, ჩასვლისას, საზღვარზე სტანდარტულ შემომების პროცედურებს გადიხართ.
მჭირდება ETIAS ვიზა, თუ უკვე მაქვს გრძელვადიანი ვიზა ერთ–ერთი წევრი ქვეყნიდან?
ვინაიდან ერთ-ერთი წევრი ქვეყნის მიერ გაცემული გრძელვადიანი ვიზა გაძლევთ უფლებას გადაადგილდეთ მთელ შენგენში, თქვენ არ დაგჭირდებათ მოგზაურობის ავტორიზაციის მიღება მანამ, სანამ ვიზა გაქვთ.
შესაძლებელია თუ არა მოგზაურობის ნებართვის გაუქმება?
დიახ, მოგზაურობის ავტორიზაცია შეიძლება გაუქმდეს, თუ მოგზაურობის ავტორიზაციის გაცემის პირობები აღარ მოქმედებს ან თუ აღმოჩნდება, რომ მოგზაურობის ავტორიზაციის მფლობელმა დაარღვია ETIAS-ის რომელიმე წესი.
ETIAS-ისთვის განაცხადის პროცესი მოიცავს ოთხ მარტივ ნაბიჯს:
- – ETIAS-ის ონლაინ განაცხადის ფორმის შევსება ETIAS-ის საფასურს.
- – ETIAS-ის საფასურის გადახდა
- – აპლიკაცია იგზავნება სხვადასხვა ბაზებში დასამუშავებლად, შესამოწმებლად
- – ETIAS-ს უნიკალური ნომერი გენიჭებათ.
ევროპაში “შესვლის საფასური” ყველასთვის 7 ევროა?
განაცხადის შევსების საფასურს იხდის მხოლოდ ის პირი, რომელიც არის 18–დან 70–წლამდე ასაკის.
18 წლამდე და 70 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში მყოფი პირები მოგზაურებს საფასურს არ იხდიან.
როგორ გადავიხადოთ ETIAS ვიზის მოსაკრებელი?
ETIAS ვიზის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელი იქნება ონლაინ, საკრედიტო ან სადებეტო ბარათით.
გადახდის შემდეგ, განაცხადი განიხილება რამდენიმე წუთში და თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას თქვენი განაცხადის სტატუსის შესახებ.
თუ განაცხადი უარყოფილია, მოსაკრებელი მაინც უნდა გადავიხადო?
დიახ, თქვენ უნდა გადაიხადოთ 7 ევრო – თქვენი ETIAS-ის დამუშავების საფასური მაშინაც კი, თუ თქვენი განაცხადი მოგვიანებით უარყოფილია. შეგიძლიათ გაასაჩივროთ გადაწყვეტილება ან ხელახლა მიმართოთ, მაგრამ თანხა არ დაგიბრუნდებათ.
განაცხადის შევსება დასრულებულად არ ჩაითვლება, თუ თანხას არ გადაიხდით.
როგორ ვავსებ აპლიკაციას?
ETIAS განაცხადის შევსებას ელექტრონულად დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება
თქვენ უნდა მიაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
სახელი, გვარი, გვარი დაბადებისას, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ინფორმაცია თქვენი მოქალაქეობის შესახებ, მისამართი, ფოსტა და ტელეფონის ნომერი, განათლება და სამუშაო გამოცდილება, ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომლის მონახულებასაც აპირებთ, კითხვები თქვენს ჯანმრთელობაზე (დასაშვებობის ფარგლებში). ომის ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ კითხვები, ხომ არ ყოფილხართ ნასამართლევი ან დეპორტირებული და ა.შ.
” ჩვენი ოპერატორები იმუშავებენ 24/7, რათა მოგზაურთათვის სასაზღვრო კონტროლი მაქსიმალურად გამარტივდეს და ევროპის უსაფრთხოება შეინარჩუნოს ”, – თქვა დირექტორმა ლარუელმა.
რა დოკუმენტები მჭირდება ETIAS-ის ავტორიზაციისთვის?
ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც დაგჭირდებათ ETIAS-ზე განაცხადისთვის, არის თქვენი მოქმედი პასპორტი.
ვის დასჭირდება დამატებითი დოკუმენტების წარდგენა ETIAS-ისთვის?
ETIAS განაცხადის წარდგენისას, ზოგიერთ განმცხადებელს შეიძლება სთხოვონ დამატებითი დოკუმენტების წარდგენა, თუ განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ იყო არასაკმარისი.
განმცხადებელი მიიღებს იმ დამატებითი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით.
დამატებითი დოკუმენტები უნდა მიეწოდოს მოთხოვნის მიღებიდან ათი დღის განმავლობაში.
მჭირდება ETIAS-ისთვის გასაუბრებაზე დასწრება?
როგორც წესი, ETIAS-ის მისაღებად გასაუბრება არ არის საჭირო. პასუხისმგებელი წევრი სახელმწიფოს ETIAS ეროვნულმა გაერთიანებამ შეიძლება მოიწვიოს განმცხადებელი გასაუბრებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი განმცხადებლის მიერ წარდგენილი საბუთების ავთენტურობასთან დაკავშირებით.
განმცხადებელს გასაუბრების შესახებ უნდა ეცნობოს ელექტრონული ფოსტის სერვისის საშუალებით, დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. გასაუბრება იმართება მოწვევის დღიდან ათი დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ დაესწრება გასაუბრებას, განცხადება უარყოფილი იქნება.
იარსებებს ოფიციალური პლატფორმა ETIAS აპლიკაციების დასამუშავებლად, რაც ნიშნავს, რომ თქვენ არ გჭირდებათ შუამავლის მეშვეობით განაცხადის შეტანა ან დამატებითი სერვისების გადახდა.
მას შემდეგ, რაც სისტემა გადაამოწმებს თქვენს მონაცემებს და დაადგენს, რომ თქვენი ყოფნა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე უსაფრთხოა, ETIAS-ის ცენტრალური სისტემა გასცემს თქვენს მოგზაურობის ავტორიზაციას და თქვენ მიიღებთ დადასტურებას ელექტრონული ფოსტით.
განაცხადი უნდა ამოვბეჭდო?
თქვენი შევსებული განაცხადი ელექტრონულად ინახება ETIA-ის მონაცემთა ბაზაში, ამიტომ მისი ამობეჭდვა არ დაგჭირდებათ. თუმცა, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით (თუ ტელეფონი ან სხვა ელექტრონული მოწყობილობა გაგიფუჭდათ), შეგიძლიათ ამობეჭდილიც თან იქონიოთ.
ETIAS-ის უარყოფის მიზეზები
- – თუ თქვენს პასპორტს ვადა გაუვიდა.
- – ან თუ ETIAS-ის განმცხადებელმა გამოიყენა სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც მოპარულია ან მითვისებული.
- – თუ კონკრეტული პირი ითვლება“რისკად“.
- – თუ განაცხადი არასრულად არის შევსებული.
ETIAS-ის მოგზაურობის ავტორიზაციის მიღების შემდეგ:
თქვენ მიიღებთ ელფოსტას, რომელიც დაადასტურებს თქვენი განაცხადის გაგზავნას, რომელიც შეიცავს თქვენს უნიკალურ ETIAS განაცხადის ნომერს: დარწმუნდით, რომ შეინახეთ ეს ნომერი მომავალი მითითებისთვის.
თქვენი განაცხადის დამუშავების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ელ.ფოსტაზე შეტყობინებას, რომელიც გაცნობებთ შედეგს.
როდესაც მიიღებთ ETIAS-ის მოგზაურობის ავტორიზაციას, დარწმუნდით, რომ თქვენი სახელი, პასპორტის ნომერი და სხვა ინფორმაცია სწორია: შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში, საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ მოგცემენ. დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენს განაცხადში შეცდომა დაუშვით, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
დამატებითი გადასახადები
ერთადერთი გადასახადი, რომლის გადახდაც გიწევთ ETIAS განაცხადის შევსების დროს, არის ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ( 7 ევრო ). თუმცა, თუ გადაწყვეტთ ითანამშრომლოთ კერძო სააგენტოებთან, რომლებიც დაგეხმარებიან განაცხადის შევსებაში, შესაძლოა დაგერიცხოთ დამატებითი საფასური მათი მოწოდებული სერვისებისთვის.
თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ETIAS, სულაც არ იძლევა გარანტიას ევროკავშირის ქვეყნებში შესვლისას. ეს არის სასაზღვრო ორგანოების შეხედულებისამებრ.
ევროკავშირში არის ქვეყნები, რომლებიც არ არიან შენგენის ზონაში და მათში ETIAS-ის ავტორიზაციით ვერ შეხვალთ.
„ეს არ უნდა გახდეს იმის წინაპირობა, რომ ვინმემ დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირმა ისევ არადგინა სავიზო რეჟიმი“, – ვანო ჩხიკვაძე.
მისი აზრით, საჭიროა ამ საკითხზე საქართველოს საზოგადოების სწორად ინფორმირება და საინფორმაციო კამპანიაც კი, რადგან არსებობს საფრთხე, რომ ანტიევროპულმა ძალებმა ეს საკითხი სათავისოდ გამოიყენონ.