“აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს” – ირაკლი ბაიდაშვილი
0

“აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს” – ირაკლი ბაიდაშვილი

აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს

 

„როგორც ვიცი, უკვე არის რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი, რომ ამერიკიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდეს. ეს დიდ სტიმულს მისცემს საქართველოში ტურისტების ზრდას. ამერიკელი ტურისტი ერთ-ერთი საუკეთესოა, იმის გათვალისწინებით, თუ რა თანხას გაიღებს და რამდენად სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი მომსახურებებით.

ამერიკასა და საქართველოს შორის პირველი საცდელი ფრენები, შესაძლოა, წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში შესრულდეს“, – აღნიშნა ირაკლი ბაიდაშვილმა, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, მეტი ამერიკელი ტურისტის მოსაზიდად შესაბამისმა კომპანიებმა აშშ-ის ბაზარზე უნდა იმუშაონ და საქართველო, როგორც კარგი ტურისტული მიმართულება და საიმედო ბიზნესპარტნიორი, უკეთესად წარმოაჩინონ.

 

“აშშ-სთან პირდაპირი ფრენები შესაძლოა წლის ბოლოს დაიწყოს” – ირაკლი ბაიდაშვილი