აშშ სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს
0

აშშ სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს

აშშ, სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის, სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს. ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილება, 8 ნოემბრიდან შევა ძალაში. საერთაშორისო ფრენები 33 ქვეყნიდან აღდგება, ხოლო სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა მექსიკიდან და კანადიდან იქნება შესაძლებელი.

 

აშშ-ს საზღვრის გადაკვეთის მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საზღვარზე უნდა წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის ცნობა.

საერთაშორისო მოგზაურთათვის აღიარებული ვაქცინები მოიცავს ისეთ ვაქცინებს, რომლებიც დამტკიცებულია და ავტორიზებულია აშშ-ის „სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის“ მიერ, ასევე „ჯანმო“-ს მიერ, გადაუდებელი გამოყენებისთვის ჩამოთვლილი ვაქცინები:

  • Janssen/J&J – 1 დოზა;
  • Pfizer-BioNTech; Moderna; AstraZeneca; Covishield; BIBP/Sinopharm; Sinovac – 2 დოზა.

სრულად ვაქცინირებულად ჩაითვლება პირი ვაქცინაციის სრული კურსის მიღებიდან 14 დღის შემდეგ.

 

შეიძინეთ ავიაბილეთები, ავიაბილეთების ქართულენოვან პლატფორმაზე Fly.ge, ეროვნულ ვალუტაში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან!