ბათუმის აეროპორტი
+4

ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი

ბათუმის აეროპორტი (BUS) –  ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი – ბათუმის სამხრეთით მდებარე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, „ტავ აეროპორტების ჰოლდინგის“ ინვესტირებით აშენდა და 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა.

ჰოლდინგის მიერ დაპროექტდა და აშენდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, აეროდრომი. აღნიშნულ კომპანიას ბათუმის აეროპორტში ოპერირების უფლება, 20 წლის ვადით (2007-2027 წ.წ.) აქვს.

 

ბათუმის  აეროპორტი

2020 წელს, პანდემიის პერიოდში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ოპერატორმა კომპანიამ დამატებითი 17 მლნ-იანი ინვესტიცია განახორციელა და აეროპორტის განახლების და გაფართოების ინფრასტრუქტურული სამუშაოების  დაიწყო.

წარმატებით დასრულებული პროექტის შედეგად, 2021 წლის მარტში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატა. ამ ეტაპზე აეროპორტს მილიონ 200 ათასამდე მგზავრის მომსახურება შეუძლია, რომლის რიცხვობრივი მაჩვენებელი 2007 წელს 40 000 იყო. განახლებული აეროპორტის ინფრასტრუქტურა, სრულ შესაბამისობაშია  გლობალურ სტანდარტებთან.

ბათუმის აეროპორტის პარკინგი

ბათუმის აეროპორტის განრიგი

Რეისები ბათუმის აეროპორტიდან – საერთაშორისო ფრენები:

 

ავიაკომპანიები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის პირველ პერიოდში, აეროპორტიდან რეგულარულ ავიარეისებს, ხუთი ავიაკომპანია ახორციელებდა. დღეისათვის მათი მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ავიაკომპანიები:

  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Ak Air“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Arkia Israeli Airlines“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Belavia“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „EL Al“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Fly Dubai“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Georgian Airways“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Pobeda Airlines“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Red Wings“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „S7 Airlines“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Turkish Airlines“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Ural Airlines“
  • ბათუმის აეროპორტი – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი            „Yan Air“

 

რეგისტრაცია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

რეკომენდირებულია მგზავრმა რეგისტრაციის პროცედურა გაიაროს ბათუმის აეროპორტში, საერთაშორისო რეისის შესრულებამდე 2 საათით ადრე, ხოლო ადგილობრივი რეისის შემთხვევაში 1,5 საათით ადრე.

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სერვისები

კომერციული ობიექტები, ბარგის შეფუთვის აპარატი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მგზავრებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ბიურო, დაკარგული და ნაპოვნი ნივთები, დაკარგული ბარგი, TAV Passport Card, ინტერნეტი, პრაიმკლას დარბაზი – საერთაშორისო ტერმინალი, ბანკები და ვალუტის გაცვლის ოფისები, სამედიცინო პუნქტები და ა.შ.

ბათუმის აეროპორტის შიდა სივრცე

 

ტრანსპორტი და პარკირება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ტრანსპორტი: მგზავრს ქალაქ ბათუმის ცენტრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისკენ  გამგზავრება შეუძლია მუნიციპალური ავტობუსი N10.  მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წუთს.

 

Პარკირება ბათუმის აეროპორტში

პარკირება: ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, პარკირების სისტემა სრულად ეხმიანება, მომხმარებლის საჭიროებებს და გათვლილია 100 ავტომანქანაზე.

 

მაღაზიები და კვება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრს სურვილისამებრ შეუძლია შეიძინოს, სხვადასხვა ტიპის პროდუქტი, როგორც საჩუქრების მაღაზიაში, ასევე ბათუმის აეროპორტის Duty Free-ში; ისარგებლოს გამგზავრების დარბაზში მდებარე კაფის მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

ბათუმის Duty Free აეროპორტში

ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ბიურო, მდებარეობს გამგზავრების დარბაზში. აეროპორტის საინფორმაციო ბიუროში მგზავრს, 24/7-ზე შეუძლია ამომწურავი ინფრომაციის მიღება, აეროპორტის მომსახურებების, სერვისებისა და ავიარეისების შესახებ