გაზაფხული მოკლევადიანი შვებულებებისთვის შესანიშნავი პერიოდია, რომლის დაგეგმვაც გირჩევთ, აუცილებლად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვლის შედგენით დაიწყოთ.
დღევანდელ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით იმ შვიდი ღირსშესანიშნაობის შესახებ, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ თქვენი შვებულების გატარებას, ბერლინში გეგმავთ.
მოგზაურობა ბერლინში – ბრანდენბურგის კარიბჭე
გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო ღირშესანიშნაობა ბრანდენბურგის კარიბჭეა, რომელიც გერმანიის გაერთიენების, მშვიდობის სიმბოლოა და მთავარი ისტორიული მოვლენების წერტილად ითვლება.
მოგზაურობა ბერლინში – ჰოლოკოსტის მემორიალი
2005 წლის მაისში გახსნილი, ჰოლოკოსტის მემორიალი ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან ახლოს მდებარეობს და შეიძლება ითქვას, ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა.
ისტორიის საშინელ შეცდომებეზე დასაფიქრებლად, ჰოლოკოსტის მემორიალი მოინახულეთ, რომლის შემქმნელმაც სივრცე ისე დააპროექტა, რომ მნახველებმა თავი უხერხულ და დამაბნეველ სივრცეში იგრძნონ, სადაც წესრიგი ვერ მოიძებნება.
მოგზაურობა ბერლინში – ბერლინის ტაძარი
მუზეუმების კუნძულზე განთავსებული, ბერლინის საკათედრო ტაძარი იმ ადგილებს შორისაა, რომლის მონახულებაც დაგვერწმუნეთ, რომ ნამდვილად ღირს.
ტაძრის დახვეწილი დეკორატიული და ორნამენტული დიზაინი თქვენს გაოცებას გამოიწვევს. მისი ბრწყინვალე გუმბათი და ბაზილიკა ბერლინის სავიზიტო ბარათია.
მოგზაურობა ბერლინში – არლოტენბურგის სასახლე
ოფიციალურად, ბერლინის ყველაზე დიდი – “შარლოტენბურგის სასახლე” 300 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა. ის მოოქროვილო როკოკოს ესთეტიკით და გაშლილი ბაღებით არის ცნობილი.
დიდებული სასახლე ბერლინის ხმაურიანი ცენტრიდან დაახლოებით 15-20 წუთის სავალზეა და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს.
გირჩევთ, მოინახულოთ სასახლის ორანჟერეა და აუცილებლად ეწვიოთ ჩაის სახლსაც.
** ავიაბილეთი თბილისი-ბერლინი, ავიაბილეთი ქუთაისი-ბერლინი
მოგზაურობა ბერლინში – ბელვიუს სასახლე
დიდებული სანახაობა – ბელვიუს სასახლე, 1994 წლიდან გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციად ითვლება. სასახლის სახელწოდება ფრანგულად “ლამაზ ხედს” ნიშნავს, რაც რეალობაშიც, მის გარშემო არსებული სილამაზით ტკბობაში ითარგმნება და სამახსოვრო ფოტოებისთვის, იდეალური ადგილია.
მოგზაურობა ბერლინში – რაიხსტაგის ისტორიული შენობა
რაიხსტაგი ისტორიული შენობაა ბერლინში, რომელიც 1894 წელს აშენდა, რომელშიც დღეს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატა – ბუნდესტაგია განთავსებული.
შეგიძლიათ, რაიხსტაგის შენობის სახურავის ტერასა და გუმბათი მოინახულოთ. საამისოდ კი წინასწარი რეგისტრაციაა საჭირო. რეგისტრაცია უფასოა.
რაიხსტაგიდან ბერლინის ღირსშესანიშნაობების, თვალწარმტაცი ხედები იშლება.
მოგზაურობა ბერლინში – ბერლინის სატელევიზიო კოშკი
ბერლინის სატელევიზიო კოშკი ყოველწლიურად მილიონზე მეტ ვიზიტორს იზიდავს. ის ერთ-ერთია იმ შენობებს შორის, რომელიც გერმანიას გაერთიანების შემდეგ შემორჩა.
კოშკი ყველაზე მაღალი შენობაა ბერლინში. მისი სიმაღლე 368 მეტრს უდრის და ადგილობრივები მას ხშირად “ალექსის კოშკს” უწოდებენ, რაც მის ადგილმდებარეობას უკავშირდება.
გადმოხედეთ ბერლინს ყველაზე მაღალი შენობიდან და არ თქვათ უარი თუნდაც ერთ ფინჯან ყავაზე კოშკში განთავსებულ რესტორანში.
**გაინტერესებს ბერლინური ღამის ცხოვრება და ახალგაზრდული გასართობები? ჩვენ შენთვის ძალიან საინტერესო ბლოგს ვამზადებთ.