2022 წლის 15 თებერვლის ბრძანების თანახმად, რომელიც ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა გასცა, 2022 წლის 17 თებერვლიდან საქართველო გადადის ე.წ. “მუქ წითელ ზონაში”.
საქართველოდან ბულგარეში მიმავალ პირებს, ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა დოკუმენტების შემდეგი კომბინაციიდან ერთ-ერთის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ:
◾ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი + ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;
◾ COVOD-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი + ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების (არც ერთი მათგანი) წარდგენის მოთხოვნის გარეშე, ბულგარეთის რესპუბლიკაში ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად.