ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლის მოეთხოვნები დაკორექტირდა
0

ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლის მოეთხოვნები დაკორექტირდა

ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2022 წლის 30 მარტის ბრძანების თანახმად, 2022 წლის 1 აპრილიდან 15 მაისამდე, ნებისმიერ პირს (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს) ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსასვლელად შემდეგი დოკუმენტებიდან, მხოლოდ ერთ-ერთის წარდგენა მოეთხოვება:

  • ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • COVID-19-ის გადატანის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ან ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტი ნეგატიური შედეგით;

 

ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლის მოეთხოვნები დაკორექტირდა

 

ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანზიტულად გავლა ნებადართულია თავისუფლად, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნის გარეშე.