20 დეკემბრიდან, ევროპის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Ryanair Holdings Plc”, ლონდონის საფონდო ბირჟას ტოვებს.
“LSE-დან დელისტინგი თავსებადია იმ საერთო ტრენდთან, რომელიც არის ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობის ნაწილში Brexit-ის შემდეგ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Ryanair-ისთვის, რომელსაც აეკრძალა აქციების მიყიდვა არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც დატოვა ევროკავშირი“ – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნდა.
“Rynair”-მა ბრიტანეთის აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ ორგანოს “Financial Conduct Authority”-ის უკვე მიმართა. ავიაკომპანია ლისტინგს “Euronext Dublin”-ზე შენარჩუნებს.