Fly.ge, Tours_in_Turkey
0

რა მიმართულებით მოგზაურობენ საქართველოდან ყველაზე ხშირად

რა მიმართულებებით მოგზაურობენ ყველაზე ხშირად ქართველი დამსვენებლები ? Fly.ge -ის გენერალურმა მენეჯერმა ისაუბრა 2022 ის სამოგზაურო ტენდენციებზე.

 

მისი თქმით, უპრეცენდენტოდ მაღალია მოთხოვნა თურქეთის მიმართულებაზე. ასევე აქტუალური გახდა აფრიკის ქვეყნები. თუმცა 2022 წელს თურქეთის მიმართულების შემდგომ, ვიზიტორების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ფიქსირდება.

 

2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი.

2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით, ასე გამოიყურება:

  • თურქეთი – 54.1%;
  • რუსეთის ფედერაცია – 14.2%;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები – 10.9%;
  • სომხეთი – 7%;
  • აზერბაიჯანი – 1.2%;
  • სხვა ქვეყნები – 12.6%.

ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულება თურქეთია. ამ მიმართულებაზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ მაღალი იყო 2022 წელს. თურქეთის ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით იმატებს 2023 წელსაც. Fly.ge უკვე იღებს ნაადრევ ჯავშნებს 2023 ზაფხულის დასაგეგმად.

“პარიზი არის ევროპის მოთხოვნადი მიმარტულების შეუცვლელი ლიდერი. შენგენის ზონაში მოგზაურთა მიმართულების სამეული ჩვენი სტატისტიკით ასეთია: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია.

ქართველი მომხმარებელი ბოლო წლებია აქტიურად ირჩევს საზღვრებს გარეთ დასვენებას. მიზეზად, ქვეყანაში არსებულ კურორტებზე მომატებულ ფასებს აფიქსირებენ.

ბათუმში, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება, იგივე დაგიჯდებათ რაც დასვენება თურქეთში იგივე კატეგორიის სასტუმროში. ჩვენ შეგვიძლია იგივე ბიუჯეტში სრული პაკეტის შეთავაზება :ავია-ბილეთები, ტრანსფერი, სასტუმრო.

აქედან გამომდინარე, ქართველი დამსვენებელი იშვიათად ირჩევს საქართველოში, მაღალი კლასის სასტუმროში დასვენებას.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ფასი ვალიუტის კურსზე დამოკიდებული და შესაბამისად იცვლება.”

აცხადებს Fly.ge-ს გენერალუი მენეჯერი.

თბილისი–ანტალია

თბილისი–მოსკოვი

თბილისი–პარიზი

თბილისი–რომი

თბილისი–ამსტერდამი

თბილისი–მილანი