ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა. კომისიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის სერტიფიკატები, ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატის ეკვივალენტურია.
„მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის სისტემაში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების რიცხვი მუდმივად იზრდება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ციფრული COVID სერტიფიკატების სისტემასთან ხუთი კონტინენტის 49 ქვეყანა და ტერიტორიაა დაკავშირებული. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხო მოგზაურობის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად ძალისხმევას” – განაცხადა ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 16 ნოემბრიდან შევა.