ევროპის ქვეყნებს შორის 2050 წლამდე ფრენების წლიური ზრდის ტემპით საქართველო I ადგილზე იქნება
0

ევროპის ქვეყნებს შორის 2050 წლამდე ფრენების წლიური ზრდის ტემპით საქართველო I ადგილზე იქნება

EUROCONTROL ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის 2050 წლამდე ფრენების წლიური ზრდის ტემპით საქართველო პირველ ადგილზე იქნება. ორგანიზაციის ვარაუდით, 2050 წლამდე საქართველოში წლიური ზრდა 3.3% იქნება.

ზრდის პროცენტული მაჩვენებელი აზერბაიჯანში 3%, სომხეთში კი 2.7% იქნება.

EUROCONTROL-ის ცნობით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ფრენების რაოდენობა დაბალი ტემპით გაიზრდება. მაგალითად, გერმანიაში 0.8%, ხოლო საფრანგეთში 0.7%-ით.