ავიაკომპანია Wizz Air-მა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბერლინის, ვენის და ბარსელონას მიმართულებით, რეგულარული ავიარეისები აღადგინა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნოემბრიდან ბარსელონას და ბერლინის მიმართულებით, რეგულარული ავიარეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ხოლო ვენის მიმართულებით, კვირაში ორი ავიარეისი განხორციელდება.
კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ავიარეისებს, ახალი მიმართულებითაც განახორციელებს – ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით, 16 დეკემბრიდან კვირაში ორი სიხშირით.