ვენა, ბერლინი – ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული, პირდაპირი ავიარეისები განახლდა
0

ვენა, ბერლინი – ქუთაისის აეროპორტიდან რეგულარული, პირდაპირი ავიარეისები განახლდა

2 ნოემბრიდან, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ევროპის მიმართულებით ფრენები, კიდევ ორი – ვენისა და ბერლინის მიმართულებით განაახლა. ავიარეისები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ხოლო ბერლინის კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

 

აღსანიშნავია, რომ ორივე ქვეყნის საზღვრის კვეთა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ნებისმიერი, მათ შორის ტურისტული მიზნითაც ნებადართულია. გერმანიის საზღვრის გადაკვეთის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • გერმანიიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი.
  • დაშვებული ვაქცინების ჩამონათვალი: Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J)

 

ავსტრიაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენის ტესტი
  • ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ
  • ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac)

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: მოგზაურობის მსურველები, ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ