ვენეცია – ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გეგმავთ
0

ვენეცია – ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გეგმავთ

ვენეცია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი ტურისტული ადგილია,  რომელშიც ასზე მეტი, ერთმანეთთან არხებით დაკავშირებული პატარა კუნძულებია განლაგებული. ქალაქში გადაადგილების ძირითადი საშუალება ნავი და წყლის ტრანსპორტია. თუ ზაფხულის შვებულების გატარებას იტალიაში გეგმავთ, ვენეციის მიმართულებით ავიაბილეთების შეძენა, Fly.ge-ზე განვადებით შეგიძლიათ.

 

ვენეცია – ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გეგმავთ


აღსანიშნავია, რომ ხიდები და ვიწრო ქუჩები, რომლებიც უბნებს ერთმანეთთან აკავშირებს, შესანიშნავი ადგილებია მათთვის, ვისაც ფეხით სიარული და სურათების გადაღება უყვარს.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით იმ ადგილების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეცია ის ქალაქია, რომლის აღმოჩენაც თქვენს შემდეგ მოგზაურობაში შედის.



ვენეცია – ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გეგმავთ წმინდა მარკოზის ბაზილიკა (St. Mark’s Basilica)

მნიშვნელობა არ აქვს იმას, თქვენი პირველი თუ მერამდენე ვიზიტია ვენეციაში, რადგან წმინდა მარკოზის ტაძარი შთაბეჭდილებების მოხდენას, ყოველთვის ახდენს.
ტაძრის ბევრი დეტალი, ოქროს გუმბათებით დაწყებული, ქანდაკებებითა და ნახატებით დამთავრებული, მნახველების აღფრთოვანებას იწვევს და ყოველი თქვენი ვიზიტი, დაგვერწმუნეთ, ახალი აღმოჩენებით დასრულდება.
გირჩევთ, დრო არ დაგენანოთ და აუცილებლად დაგეგმოთ დიდებული ტაძრის მოზაიკის დათვალიერება.

 


დოჟების სასახლე (Doge’s Palace)

გოთურ სტილში აშენებული დოჟების სასახლე პოლიტიკური ინსტიტუტის ფუნქციას ასრულებდა,ვენეცია – ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გეგმავთ რომელიც ამჟამად მუზეუმად არის გადაკეთებული.
მოინახულეთ დოჟების სასახლე და მასთან ახლოს, ერთ-ერთ არხზე ისტორიული ხიდი, რომელსაც ის მსჯავრდებულები გადიოდნენ, არხის მეორე მხარეს ციხეში რომ ხვდებოდნენ.

 


დიდი არხი, ან არხი გრანედე (Canal Grande & Rialto Bridge)

გრანედეს არხი ვენეციის ექვს რაოინში მიედინება, რადგან საბოლოოდ ბევრი პატარა არხი ამ დიდ არხამდე მიდის.
გრანედეს არხი ნაპირიდანაც მშვენიერი სანახაობაა, მაგრამ მასზე ნავით სეირნობა და ვენეციის ღირშესანიშნაობების დათვალიერება დაგვერწმუნეთ, რომ  თქვენთვის ნამდვილად შთამბეჭდავი აღმოჩნდება.
დიდი არხის თავზე ცნობილ რიალტოს ხიდს იხილავთ, რომელზეც სუვენირების მაღაზიებია განთავსებული და ვენეციიდან სამახსოვროდ ნივთების წამოსაღებად გელოდებათ.



ვენეცია – ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ ვენეციაში მოგზაურობას გეგმავთ

 

 

ცნობილი ლა ფენისის თეატრი (Teatro la Fenice)

არ არის აუცილებელი თეატრის მოყვარული იყოთ, რომ შენობის სილამაზის შეფასება შეძლოთ.
ლა ფენისის თეატრი თვალისმომჭრელი ინტერიერით გამოირჩევა. დარბაზში განთავსებული ხავერდის სავარძლები, მდიდრულად მორთული აივნები, განათება და საოცარი ჭერი მას ნამდვილად განსაკუთრებულს ხდის, თუნდაც სპექტაკლის ყურების გარეშე, თუმცა დროს თუ გამონახავთ, შესაძლებლობა გექნებათ ვენეციური ოპერა და ბალეტიც იხილოთ.

 

კუნძულები ნავით: მურანო, ბურანო და ტორჩელო (Murano, Burano & Torcello)

ვენეციის ირგვლივ არის კუნძულები, რომელთა მონახულებას ნავით შეძლებთ.
კუნძული მურანო ვენეციასთან ყველაზე ახლოა და ცნობილია, თავისი ხელოვნებით, მუზეუმებითა და მაღაზიებით.
ბურანოს კუნძულს მოშორებით მოინახულებთ, სადაც ფერადი სახლების ქუჩას გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით.
კუნძული ტორჩელო კი ამ სამი კუნძულისგან განსხვავებით ცოტა მოშორებით, თავისი გამორჩეული შენობების არქიტექტურითა და ულამაზესი ხედებით გელოდებათ.
კუნძულების ტური ის აქტივობაა, რომელიც ვენეციაში მოგზაურობისას, არ უნდა გამოტოვოთ.

 

აღმოაჩინეთ ვენეცია გონდოლით (Gondola)

ვენეციაში წყალზე ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტი გექნებათ, მაგრამ გონდოლა ყველაზე კარგი არჩევანია.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი დრო, რომ დღის მარშუტები ძალიან დატვირთული არ გქონდეთ, შეუთანხმდით გონდოლას ფასზე, სურვლის შემთხვევაში გასეირნებას დაამატეთ კლასიკური მუსიკა ან სერენადა და დატბით ვენეციით.

 

კუნძული “სან ჯორჯო მაჯორე” (“San Giorgio Maggiore”)

კუნძულზე, წმიდა მარკოზის მოედნის მოპირდაპირედ, ნახავთ ეკლესიას სახელად “Chiesa di San Giorgio Maggiore”. ეს ეკლესია თავისი თეთრი ფასადით გამოირჩევა. ეკლესიის კოშკიდან, ვენეციის ულამაზესი ხედები იშლება.
ეკლესიაში ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშის ხილვასაც შეძლებთ.

 

სასახლე “Scala Contarini del Bovolo”

მე-15 საუკუნის ნაგებობა, განსაკუთრებული არქიტექტურული ფორმების შენარჩუნების მიზნით, რესტავრირებულია. სასახლეს გარედან სპირალური კიბე აქვს,  რომელიც აივნებს უერთდება.
სახელწოდება „ბოვოლო“ -ც დაკავშირებულია ლოკოკინასთან, რადგან კიბეები ლოკოკინის ნაჭუჭს წააგავს.
სპირალური კიბის ზედა ნაწილიდან, ვენეციის ლამაზი ხედი იშლება. 

იტალიის ყველაზე ცნობილი ქალაქი ვენეცია, ასევე ცნობილია როგორც “არხების ქალაქი”, “მცურავი ქალაქი” და “სერენისიმა” თავისი მიხვეულ-მოხვეული არხებით, გასაოცარი არქიტექტურითა და ულამაზესი ხიდებით ერთ-ერთი პოპულარული ადგილია მოგზაურებისთვის და თქვენს ვიზიტსაც მოუთმენლად ელოდება.