თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი (IATA: TBS, ICAO: UGTB)
ქალაქ თბილისიდან, 17 კმ-ის დაშორებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 2005 წლის 31 ოქტომბრიდან, „TAV Urban Georgia”-ს მმართველობაში იმყოფება.
2007 წელს, მმართველი კომპანიის მიერ განხორციელებული, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, აეროპორტს ახალი სამგზავრო ტერმინალი დაემატა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, აეროპორტის სწრაფი განვითარების პროცესში.
გარდა იმისა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, საქართველოს მსოფლიოსთან აკავშირებს(ავიაბილეთები ხელმისაწვდომია, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით), ატარებს კომერციულ, სტრატეგიულ და საკვანძო მნიშვნელობას, კავკასიის რეგიონისთვის და სამეზობლო ურთიერთობების გაღრმავებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
აეროპორტის განვითარების წარმატებულ ისტორიას, თვალსაჩინოდ ასახავს 2005 წლისა და 2019 წლის, მგზავრთა ნაკადის რაოდენობრივი შედარებაც:
2005 წელი | 2019 წელი |
547, 150 მგზავრი | 3,692,175 მგზავრი |
თბილისის აეროპორტის განრიგი
რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან – საერთაშორისო ფრენები
თბილისის აეროპორტიდან, პირდაპირი რეგულარული ან/და არარეგულარული რეისები 28 ქვეყნის მიმართულებით სრულდება:
- თბილისის – სომხეთი(ერევანი)
- თბილისის – ავსტრია(ვენა)
- თბილისის – აზერბაიჯანი(ბაქო)
- თბილისის – ბელგია(ბრიუსელი)
- თბილისის – ბელარუსი(მინსკი)
- თბილისის – ჩინეთი(პეკინი.ურუმჩი)
- თბილისის – ეგვიპტე(შარმ ელ შეიხი)
- თბილისის – საფრანგეთი(პარიზი)
- თბილისის – გერმანია(ბერლინი,მიუნხენი)
- თბილისის – საბერძნეთი(ათენი)
- თბილისის – ნიდერლანდები(ამსტერდამი)
- თბილისის – ირანი(თეირანი)
- თბილისის – ისრაელი(თელ-ავივი)
- თბილისის – იტალია(ბოლონია,მილანი)
- თბილისის – ლატვია(რიგა)
- თბილისის – ყაზახეთი(აქტაუ, ალმაატა, ასტანა)
- თბილისის – ბაჰრეინის სამეფო(ბაჰრეინი)
- თბილისის – ქუვეითი(ქუვეითი)
- თბილისის – პოლონეთი(ვარშავა)
- თბილისის – ყატარი(დოჰა)
- თბილისის – რუმინეთი(ბუქარესტი)
- თბილისის – ესპანეთი(ბარსელონა)
- თბილისის – თურქეთი(სტამბოლი, ანკარა)
- თბილისის – გაერთიანებული ემირატები(შარჟა, დუბაი)
- თბილისის – დიდი ბრიტანეთი(ლონდონი)
- თბილისის – უკრაინა(კიევი)
- თბილისის – უზბეკეთი(ტაშკენტი)
- თბილისის – ჩეხეთი(პრაღა)
თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტების განრიგის ნახვა, შეგიძლიათ ვებ საიტზე Fly.ge, “ფრენების განრიგში“
ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, საერთაშორისო ფრენებს ახორციელებენ შემდეგი ავიაკომპანიები:
რეგისტრაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
აეროპორტის ადმინისტრაციის რეკომენდაციის თანახმად, მგზავრი რეისზე უნდა გამოცხადდეს და სარეგისტრაციო პროცედურები გაიაროს, გაფრენამდე 2 საათით ადრე.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სერვისები
ტრანსპორტი და პარკირება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
ტრანსპორტი თბილისის აეროპორტში
ავტობუსი: თბილისის აეროპორტისკენ, მგზავრთა გადაადგილებას, ქალაქ თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი უზრუნველყოფს. მარშრუტს თბილისი-აეროპორტი-თბილისი, 24 საათიან რეჟიმში ავტობუსი N37 ემსახურება.
ტაქსი: ქალაქისკენ გამოსამგზავრებლად, ტაქსის მომსახურებით სარგებლობა, ჩამოფრენის დარბაზიდან გამოსვლისთანავე, დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.
მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 20-30 წუთია.
რკინიგზა: თბილისის აეროპორტამდე, ყველაზე მარტივი და იაფი გადაადგილების საშუალებაა. რკინიგზის სადგური „აეროპორტი“, სამგზავრო ტერმინალიდან 70 მეტრში მდებარეობს და თბილისის აეროპორტსა და ცენტრალური რკინიგზის სადგურს ერთმანეთთან აკავშირებს.
მატარებლის განრიგი:
თბილისი-აეროპორტი | აეროპორტი-თბილისი |
07:55 AM | 08:45 AM |
05:20 PM | 06:05 PM |
პარკირება თბილისის აეროპორტში
პარკირება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამი ავტოსადგომი გათვლილია 1000 ავტომანქანაზე.
პარკინგის ღირებულება:
1 საათი | 1-3 საათი | 3-6 საათი | 6-12 საათი | 24 საათი |
4, ლარი | 5,00 ლარი | 7,00 ლარი | 10,00 ლარი | 15,00 ლარი |
მაღაზიები და კვება თბილისი საერთაშორისო აეროპორტში
სავაჭრო ობიექტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის აეროპორტში, მგზავრს საჩუქრის შეძენა, სუვენირების მაღაზიებში შეუძლია, რომლებიც მომხმარებლებს, მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ.
უბაჟო სავაჭრო სივრცე, ე.წ “Duty Free” თბილისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში 769 კვ.მ-ზეა წარმოდგენილი და სამ სავაჭრო ობიექტს მოიცავს. მგზავრს, სურვილისამებრ შეუძლია შეიძინოს ქართული ან უცხოური ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული, შემდეგი ტიპის პროდუქცია: ალკოჰოლური სასმელები, ქართული ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელასიგარეტი, საკონდიტრო ნაწარმი, სათამაშოები და აქსესუარები, პარფიუმერია, კოსმეტიკური საშუალებები და სუვენირები.
მაღაზიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 24/7-ზე მუშაობენ.
საკვები და სასმელი თბილისის საერთაშორისო აეროპოტში
თბილისის აეროპორტის გაფრენის და ჩამოფრენის დარბაზები, მგზავრებს საკვებისა და სასმლის, მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესაძლებელია შემდეგი კომპანიების პროდუქტის დაგემოვნება:
GreenPoint | Illy Caffe |
Cappadocia | „დაკინ დონატსი“ |
„ბადია“ | „Need Stop Kiosk” |
Brewmark | Beer Port |
ლაუნჯები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის აეროპორტში, გაფრენის და ჩამოფრენის დარბაზებში განთავსებული მოსაცდელი, ე.წ. “Primeclass” დარბაზი, განკუთვნილია პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის. “Primeclass” დარბაზის ინტერიერის გადაწყვეტა, მისადაგებულია თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გარემოს. დარბაზში განთავსებულ ღია ბუფეტში, სასმელების ფართო და მდიდარი არჩევანია; ლოდინის/მოცდის რეჟიმში, მგზავრს შეუძლია გაეცნოს პერიოდულ პრესას, თვალი ადევნოს ფრენების განრიგს, უყუროს ტელევიზორს, ისარგებლოს „Primeclass”-ის მოსაწევი დარბაზით და სხვ.
აღნიშნული სერვისით სარგებლობა, დახვედრის ოთახში, როგორც მგზავრებს, ასევე მის დამხვედრ პირებსაც შეუძლიათ.
სერვისი, სარგებლობის შემთხვევაში, მობარგულის მიერ მგზავრის ბარგის მოსაცდელ ოთახში მიტანას უზრუნველყოფს.
Primeclass CIP Servce – პირადი ასისტენტი, თბილისის აეროპორტში
გამგზავრება | ჩამოსვლა |
CIP გამცილებელი სტუმრებს ტერმინალის გასამგზავრებელ
შესასვლელში ხვდება; პორტიე უზრუნველყოფს მათი ბარგის გადატანას. |
CIP გამცილებელი და პორტიე, მგზავრს ხვდება თვითმფრინავთან. |
CIP გამცილებელი სტუმრების თანმხლები პირია, რეგისტრაციის და საპასპორტო პროცედურების გავლის პროცესში. | თვითმფრინავიდან ტერმინალამდე, მგზავრის/სტუმრის სპეციალური ტრანსპორტით გადაყვანა. |
Duty Free შოპინგი, გამცილებლის და პორტიეს დახმარებით. | რეგისტარციის, საბაჟო და სავიზო პროცედურების გავლა, CIP გამცილებლის მიერ, “Primeclass”-ის მოსასვენებელ ჰოლში. |
გაფრენამდე CIP ჰოლის სერვისებით სარგებლობა. | პორტიე უზრუნველყოფს, ბარგის სატრანსპორტო საშუალებამდე გადატანას. |
მგზავრის გაცილება გასასვლელამდე. | მგზავრის გაცილება ტრანსპორტამდე. |
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო
თბილისის აეროპორტის საინფორმაციო ბიურო, მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში. სასურველი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ადგილზე, ასევე სატელეფონო ზარის საშუალებით.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შშმ პირებისთვის
სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, თბილისის აეროპორტი შესაბამისი სერვისებით და ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. თუმა ამ საჭიროების მქონე მგზავრებმა, წინასწარ უნდა აცნობონ ავიაკომპანიას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სერვისების მიწოდებას, სხვადასხვა ავიაკომპანიები, განსხვავებული წესებით ახორციელებენ.
სპეციალური საჭიროების მქონე პირები | სერვისები და ინფრასტრუქტურა |
მგზავრები, ჩვილებთან ან/და მოზრდილ ბავშვებთან ერთად | სპეციალური საპირფარეშოები, შშმ პირებისთვის |
ბავშვები, თანმხლები პირების გარეშე | შშმ მგზავრთა, ეტლით გადაადგილების მომსახურება |
ორსულები | |
შშმ პირები |
*„სტრეჩერი“(STCR) – წარმოადგენს განსაკუთრებულ მგზავრთა კატეგორიას, მწოლიარე საკაცით, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს მკურნალი ექიმი.
ბარგი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის აეროპორტში, ბარგის შეფუთვის აპარატი, მდებარეობს გამგზავრების დარბაზში. ერთი ჩემოდნის შეფუთვის ღირებულება, შეადგენს 25 ლარს;
ბარგის დაკარგვის შემთხვევაში, მგზავრმა უნდა მიმართოს ჩამოფრენის დარბაზში განთავსებულ, დაკარგული ბარგის ოფისს და დააფიქსიროს შემთხვევა.
მგზავრთა საყურადღებოდ! ჩამოფრენის დარბაზში მდებარეობს შემნახველი საკანი, რომლის გამოყენება მგზავრს ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ვადით შეუძლია.
ბანკები და ბანკომატები, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
თბილისის აეროპორტში, მგზავრს ჩამოფრენის და გაფრენის დარბაზებში, სამი სხვადასხვა ბანკი მომსახურების მიღება შეუძლია:
- საქართველოს ბანკის ბანკომატი, განთავსებულია გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში
- თიბისი ბანკის ბანკომატი, განთავსებულია გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებში
- ლიბერთი ბანკის ბანკომატი, განთავსებულია ჩამოფრენის დარბაზში