თბილისის აეროპორტი
0

თბილისის აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ აეროპორტებსშორის დასახელდა

“Skytrax”-მა, საავიაციო სფეროში ყველაზე გავლენიანმა და პრესტიჟულმა საკონსულტაციო კომპანიამ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წლის ყველაზე გაუმჯობესებულ და მგზავრზე ორიენტირებულ 10 აეროპორტს შორის დაასახელა.

“Skytrax”-ის ეს აღიარება, 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში რიადის, ნიუ-იორკის, სიეტლის, დამამის, კასაბლანკას, სოლტ ლეიკ სითის, ადის აბაბას, ბერლინისა და ნურ სულთანი აეროპორტები მოხვდნენ.

2021 წელს “Skytrax”-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტს “COVID-19”-ის უსაფრთხოების რეიტინგში 5 ვარსკვლავი მიანიჭა. ამასთანავე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი “Skytrax”-ის მიერ გამოვლენილ აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ათეულში, უკვე მერვე წელია ზედიზედ ხვდება.