დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია “Pegasus Airlines”-მა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულება დაამატა.
ანკარის მიმართულებით ფრენებს, ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და კვირას განახორციელებს.
2019-2020 წლებში, თბილისის აეროპორტიდან რეისებს ანკარის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია “თურქეთის ავიახაზები” ასრულებდა. ამ ეტაპზე კი “Pegasus Airlines” თბილისი-სტამბოლის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისებს კვირაში 17 სიხშირით ოპერირებს.
“პეგასუს ეარლაინსის” განცხადებით, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ანტალიის მიმართულებით ავიარეისები, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება.
შეიძინეთ პეგასუს ეარლაინსის ბილეთები, აქ: https://fly.ge/pegasusis-biletebi/