თურქეთში, საქართველოს ელჩის – გიორგი ჯანჯღავას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში შესასვლელად, მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის, უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ. მისივე ინფორმაციით, თურქეთში გამგზავრება შესაძლებელია, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.
ცნობა, უარყოფითი პასუხის შესახებ, მოქალაქემ საზღვარზე უნდა წარადგინოს.