ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%-იანი აღდგენაა. 2021 წლის იანვრის თვესთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 აშშ დოლარით.
საქართველოში 2022 წლის იანვარში 199,393 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს.
2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით +456%.