ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები “FlyUIA”, თბილისი-კიევი-თბილისი მიმართულებით, კვირაში ხუთ ავიარეისს შეასრულებს.
ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინორმაციის თანახმად, ავიარეისები ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.
განსხვავებით თბილისისგან, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია “FlyUIA” ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებას არ აპირებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ, ბათუმიდან დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
უკრაინის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეს, შესვლა და გადაადგილება ნებისმიერი მიზნით შეუძლია. საზღვრის კვეთის პირობები განსხვავდება კოვიდ-ვაქცინირებული და არავაქცინირებული პირებისთვის. COVID-პანდემიის პერიოდში, უკრაინის საზღვრის კვეთის მოთხოვნებს, შეგიძლიათ გაეცნოთ Fly.Ge-ზე(ნახეთ დეტალურად უცხო ქვეყნების საზღვრის კვეთის მოთხოვნები).
რეკომენდაცია: იაფი ავიაბილეთის შეძენა, ყველაზე ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია 6-8 კვირით ადრე. შეარჩიეთ და შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი ონლაინ, სამ წუთში, ქართულენოვან ვებ-საიტზე – Fly.Ge
იაფი ფრენები კიევის მიმართულებით
თბილისი-კიევი | კიევი-თბილისი | თბილისი-კიევი-თბილისი | კიევი-თბილისი-კიევი