ლატვიაში შემსვლელებისა და მოქალაქეებისთვის, კოვიდ რეგულაციები მსუბუქდება
+1

ლატვიაში შემსვლელებისა და მოქალაქეებისთვის, კოვიდ რეგულაციები მსუბუქდება

ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 28 თებერვალს, პანდემიის გამო ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ხოლო პირველი მარტიდან ქვეყანაში შესვლის მსურველებისთვის, თვითიზოლაციის მოთხოვნა და კოვიდპასის აპლიკაციის შევსების ვალდებულება უქმდება.

ლატვიის საზღვრის გადაკვეთის მსურველმა მგზავრმა, უნდა წარადგინოს COVID-19 ვაქცინაციის სერტიფიკატი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ლატვიაში მოქალაქეები და ქვეყნის ვიზიტორები, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან გარე სივრცეებში, საცალო ვაჭრობის სექტორში, ეკლესიებსა და რელლიგიურ ღონისძიებებზე. ძალაში რჩება სამედიცინო ნიღბის ტარების ვალდებულება.

 

 

ლატვიაში შემსვლელებისა და მოქალაქეებისთვის, კოვიდ რეგულაციები მსუბუქდება