საბერძნეთის ხსენებისას, ალბათ ყველას მისი უძველესი ისტორია და ელინური კულტურა წარმოგვიდგება თვალწინ. ქვეყანა, რომელიც სამოგზაუროდ მრავალ მიმართულებებს გვთავაზობს, სავსეა ულამაზესი პლაჟებით, ცნობილი და განსაცვიფრებელი კუნძულებით, მთებითა და ეკლესიებით.
Საბერძნეთში ტურისტული ადგილების მრავალფეროვნება და სიმრავლე, რომლის აღმოჩენაც საბერძნეთში შეგიძლიათ, თავბრუს დაგახვევთ. დაუვიწყარი მოგზაურობისთვის, თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ, რა გსურთ და სად იპოვოთ.
მაშ ასე, ჩვენი დღევანდელი ბლოგი რამოდენიმე პოპულარულ მიმართულებას დავუთმეთ.
საბერძნეთში მოგზაურობა დაიწყეთ ათენის მონახულებით
თანამედროვე ათენი უძველესი ძეგლების გარშემოა აშენებული, ამიტომ თუნდაც ურბანული ატმოსფეროს მოყვარული იყოთ, ის თქვენთვის ისეთივე საოცარი აღმოჩნდება, როგორიც ისტორიისა და მითოლოგიის მოყვარულისთვის იქნებოდა.
ათენის 10 საუკეთესო ტურისტული წერტილი
Აკროპოლისი ქალაქში ყველაზე პოპულარული, მთავარი, უძველესი და საკულტო ადგილია, პართენონით და დორიული ტაძრით, რომელიც ათენას, ქალაქის მფარველი ქალღმერთის პატივსაცემად აშენდა.
აკროპოლისის მუზეუმი: ჩვენ მუზეუმებზე უარს ვერ ვამბობთ ხოლმე, თქვენ? აკროპოლისის ისტორიის გასაგებად და მისი მთელი საგანძურის აღმოსაჩენად, აკროპოლისის მუზეუმს, აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
ძველი აგორა: საბერძნეთის ისტორიულ წარსულზე საუბარი ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ უბრალოდ თქვენთვის მოგვინდია ათენის პოლიტიკური, სოციალური და ადმინისტრაციული ცენტრის მონახულებაც.
ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი: ბერძნული სიძველეების კოლექცია ნეოლითიდან დაწყებული, კლასიკურ პერიოდამდე კი აქ გელოდებათ!
პანათენის სტადიონი: გააღვიძეთ თქვენში ისტორიული წარმოდგენები სპორტული მიმართულებით. სტადიონი მე-4 საუკუნეში აშენდა და პირველ თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა.
ეროვნული ბაღი: უარს ნუ იტყვით, ათენის უდიდეს პარკში გაისეირნებაზე და ცოტა დაისვენებაზეც.
მთა ლიკაბეტუსი: ბოლოსთვის შემოგინახეთ, ადით ფეხით ან საბაგიროთი და გადმოხედეთ ათენის და აკროპოლისის განსაცვიფრებელს ხედებს.
პელოპონესი, როგროც ისტორიული ღირშესანიშნაობა
დღევანდელ ბლოგში, საბერძნეთში საუკეთესო ადგილების სიაის პელოპონესით გავაგრძელებთ, რომელიც ათენის დასავლეთით მდებარეობს და სავსეა ისტორიული, თუ არქეოლოგიური ღირშესანიშნაობებით.
გადავეშვათ პელოპონესის საუკეთესო მიმართულებებში?
ნემეა – ღვინის გზა: რეგიონი, რომელიც შესანიშნავ ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად, საბერძნეთში საუკეთესო წითელ ღვინოს შემოგთავაზებთ.
ნაფპლიო: ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი, რომელსაც 3 ციხე გადამოჰყურებს. აუცილებლად უნდა ეწვიოთ პალამედას ციხეს მაინც, რომელიც ქალაქის ზემოთ ბორცვზე მდებარეობს. Ციხიდან ნაფპლიოსა და სანაპიროს, მშვენიერი ხედი იშლება.
ელაფონისო: აუცილებლად გაემგზავრეთ პელოპონესის სამხრეთით და საბერძნეთის ულამაზესი სანაპიროები მოინახულეთ.
ანტიკური მიკენე
მიკენე ბორცვზე აგებული ანტიკური ქალაქია, რომელიც ლეგენდარული ტროას ომის გმირი აგამენონის სახლი იყო, ის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეფედ ითვლებოდა.
ქალაქის გარშემო ძველი კედლების ნანგრევებს აღმოაჩენთ, სამეფო სასახლესა და საფლავის ქვებს, სადაც ნაპოვნია მრავალი ოქროს არტეფაქტიც.
გირჩევთ, ეწვიოთ მიკენეს არქეოლოგიურ მუზეუმსაც, რათა გაიგოთ მეტი მიკენეს ცივილიზაციისა და საბერძნეთის ისტორიის შესახებ.
ოლიმპია და ოლიმპიური ცეცხლი
ჩვენი შემდეგი გაჩერება ოლიმპიაა – უძველესი ოლიმპიური თამაშების სამშობლო, სადაც დღესდღეობით თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ყოველი გახსნის წინ, ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონია ტარდება.
ადგილზე თვალს შეავლებთ ბერძნული ღმერთების – ზევსისა და ჰერასადმი მიძღვნილი ტაძრების ნანგრევებს.
კარგით, ამასაც გეტყვით, რომ შესაძლოა დიდი ფანტაზია დაგჭირდეთ, რათა წარმოიდგინოთ როგორ გამოიყურებოდნენ თავის დროზე ძეგლები, ამიტომ გირჩევთ, არქეოლოგიური ადგილის მონახულებამდე, ეწვიოთ მუზეუმს და გაიგოთ უფრო მეტი.
სალონიკი და მზის ჩასვლა
საბერძნეთში ვიზიტის დროს, ქალაქი სალონიკი ნამდვილად არ უნდა გამოგრჩეთ.
მოინახულეთ ქალაქის ყველაზე საკულტო ძეგლი თეთრი კოშკი, გაისეირნეთ სალონიკის ულამაზეს სანაპიროზე, სადაც ბევრ ბარსა და რესტორანს ნახავთ და დროსაც შესანიშნავად გაატარებთ.
არ გამოგრჩეთ ასევე სალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი და მისი კოლექცია. საღამოს კი, გაისეირნეთ გემით და დატკბით მზის ჩასვლის საოცარი ხედებით.
ათონის მთა დიდებული ეკლესიებით და ხედებით
მოდით, ჩვენი საბერძნეთის ტურისტული გზამკვლევი ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე გავაგრძელოთ.
ქალკიდიკის ნახევარკუნძული ფაქტობრივად ორ, კასანდრას და ათონის ნახევარკუნძულებს აერთიანებს. ისინი ცნობილია მრავალი მდიდრული ზღვისპირა ადგილებითა და სასტუმრო კომპლექსებით.
რა შეგვიძლია გითხრათ ათონის ნახევარკუნძულზე? პირველ რიგში ის, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილია და აქ სრულიად განსხვავებული ატმოსფეროა!
ათონის ნახევარკუნძული არის აგიონ ოროსის სამონასტრო ადგილი, ავტონომიური სახელმწიფო საბერძნეთსა და ევროპაში, სადაც მთის ირგვლივ მდებარე 20 მონასტერში ჯერ კიდევ 2300-მდე მართლმადიდებელი ბერი ცხოვრობს.
ეწვიეთ ათონის მთას, მოინახულეთ საოცარი ეკლესიები და დატკბით ზღვის ხედებით და პლაჟებით, იპოვეთ და შეიგრძენით სიმშვიდე საბერძნეთის ამ საოცარ ადგილას.
კიკლადები საბერძნეთის საკულტო ადგილი
ბოლოსთვის შემოვინახეთ საბერძნეთის ყველაზე საკულტო ადგილი – კიკლადების კუნძულები.
როდესაც კიკლადებზე ვფიქრობთ, კუნძული სანტორინი პირველია, რომელიც გვახსენდება! თეთრი ეკლესიის სურათი, თავისი ლურჯი გუმბათით, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, მთელ მსოფლიოში ცნობილია და თქვენც უკვე წარმოგიდგებოდათ თვალწინ.
იცოდით, რომ კიკლადების არქიპელაგში 24 დასახლებული კუნძულია? მოგზაურობის დაგეგმვაში რომ დაგეხმაროთ, ქვემოთ გაგიზიარებთ რამდენიმეს:
სანტორინი რომანტიული კუნძულია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, სადაც მზის ჩასვლის ჯადოსნური პროცესით შეგიძლიათ ისიამოვნოთ!
თუ გსურთ, მთელი ღამის განმავლობაში წვეულებებზე მსოფლიოში ცნობილ დიჯეებთან ერთად იყოთ, საუკეთესო ადგილია მიკონოსი.
ამორგოსის კუნძული შესანიშნავი ადგილია ლაშქრობის მოყვარულთათვის!
ნაქსოსი ციკლადების უდიდესი კუნძულია, პლაჟები აქ მშვენიერია!
პაროსი გამოირჩევა ულამაზესი ადგილებით და პლაჟებით, დატკბით!.
ბოლოს კი ანდროსი, კიდევ ერთი შესანიშნავი ადგილი ლაშქრობის მოყვარულთათვის და დელოსი, ცნობილი თავისი ანტიკური ადგილებით.
ჩვენ გირჩევთ:
საბერძნეთში მოგზაურობა შეეცადეთ პიკის სეზონის მიღმა (ივლისის ბოლოს აგვისტოს ბოლომდე) დაგეგმოთ.
როგორი მოგზაურიც არ უნდა იყოთ, საბერძნეთი თქვენს მოლოდინებს გადააჭარბებს და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით. ის მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სამოგზაურო ადგილების ოცეულშია.
ეზიარეთ მის უძველს ისტორიას და კულტურას, გაზაფხული ამისთვის საკმაოდ იდეალური დროა! ჩვენი კომპანია კი საუკეთესო გადაწყვეტილება, თქვენი გეგმების პირველი ნაბიჯებისთვის.
ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის შეიძინეთ ავიაბილეთი, მოგზაურობამდე 6-8 კვირით ადრე: ავიაბილეთი თბილისი-ათენი
Fly.ge-ზე სასურველი ავიაბილეთის შეძენა, ახლა უკვე განვადებითაც შეგიძლია.