მოგზაურობის მსურველები, ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ
+1

მოგზაურობის მსურველები, ვაქცინის ბუსტერ დოზით აცრას შეძლებენ

ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყანაში გამგზავრების მსურველი პირები, მესამე დოზით აცრას შეძლებენ. ანუ, თუ პირი აიცრა იმ ვაქცინით(მაგ. სინოფარმი), რომელსაც მისთვის სასურველი ქვეყანა არ აღიარებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამ ქვეყნის მიერ აღიარებული ვაქცინის(მაგ. ფაიზერი) ბუსტერ დოზის მიღებას შეძლებს.

“განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ, ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეოს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან და ეს შეიძლება იყოს ფაიზერის, შეიძლება იყოს ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა იღბს, სადაც პირი მიემგზავრება.” – განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

 

ბუსტერ დოზის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ამცრელ დაწესებულებას და თან უნდა იქონიოს მიზნობრიობის(მოგზაურობის) დამადასტურებელი ცნობა/საბუთი, რის საფუძველზეც დაიგეგმება მისი, შესაბამისი ვაქცინით ვაქცინაცია.

 

შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერი მიმართულებით, პორტალზე Fly.Ge