ავსტრიის დედაქალაქმა ვენამ, მართლაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ხელოვნების ყველა ფორმის და მიმართულების განვითარებაში. უსასრულოდ მომხიბვლელი ისტორები და ბრწყინვალე მუზეუმების რაოდენობა, რომელთა საერთო რაოდენობა ასზე მეტია, მოგაზაურებისთვის ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურებოდა.
დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით და გაგაცნობთ ხელოვნების ისტორიის მუზეუმს, სისის სასახლს, გეტყვით თუ სად ცხოვრობდა ბეთჰოვენი და ზიგმუნ ფროიდი; რომელ ადგილებს უნდა ეწვიოთ, რომ ხელოვნების თვალწარმტაცი ნამუშევრების აღმოჩენა შეძლოთ.
1. ხელოვნების ისტორიული მუზეუმი (Kunsthistorisches Museum)
რისი მუზეუმია? ხელოვნების ისტორიული მუზეუმი, სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მუზეუმია მთელ მსოფლიოში, რომელიც ჰაბსბურგების მიერ შეძენილი, მრავალი მხატვრული საგანძურით არის სავსე, მუზეუმში შეძლებთ გაეცნოთ ბრიუგელის უდიდეს კოლექციას, კანალეტოს, ვან დიკისა და რუბენსის ნამუშევრებს.
Მუზეუმში რაფაელის “მადონა მდელოზე”, ვერმეერის “მხატვრობის ალეგორია”, ველასკესის ინფანტას ნახატები, რემბრანდტის, დიურერის, ტიციანისა და ტინტორენტო, ფერწერის გალერეაში გელოდებათ.
რატომ უნდა მოინახულოთ? ხელოვნების ისტორიული მუზეუმი, მე-19 საუკუნის ავსტრო-უნგრეთის არქიტექტურულ სტილში შექმნილი, გრანიტით და მარმარილოთი მოპირკეთებული შთამბეჭდავი ძეგლია. თუ გაინტერესებთ შუა საუკუნეები, რენესანსი და ბაროკოს ეპოქა, ქალაქიდან ხელოვნების ისტორიული მუზეუმის მონახულების გარეშე, არ უნდა წამოხვიდეთ.
- სისის მუზეუმი (Sisi Museum)
რისი მუზეუმია? სისის მუზეუმში იმპერატრიცა ელისაბედის პირადი ნივთები და მისი ცნობილი პორტრეტებია განთავსებული. ელისაბედის ისტორია ტრაგიკულია, ის ადრეულ ასაკში დაქორწინდა იმპერატორ ჯოზეფ I-ზე და ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა. “სისი” თავისი დროის პრინცესა დიანა იყო. მუზეუმში შესაძლებლობა გექნებათ, იხილოთ ელისაბედის პირადი ნივთებიც.
რატომ უნდა მოინახულოთ? მუზეუმი და აპარტამენტები, სადაც წყვილი ცხოვრობდა, ნათლად მოგვითხრობს მათ მომხიბვლელ ცხოვრებაზე. დაათვალიერეთ ოჯახის პერსონალური ნივთები, ლექსების კრებულები, პორტრეტები, ხის სავარჯიშო აღჭურვილობა და სხვ.
- ბეთჰოვენის მუზეუმი (Beethoven Museum)
რისი მუზეუმია? ცნობილმა კომპოზიტორმა ამ სახლში თავისი მე-2 სიმფონია, ფორტეპიანოს პიესები და ვიოლინოს სონატები შექმნა. Აქვე დაწერა ძმისთვის განკუთვნილი, 1802 წლით დათარიღებული წერილი, სადაც სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებულ განცდებზე საუბრობს. Კომპოზიტორს წერილი არასდროს გაუგზავნია.
რატომ უნდა მოინახულოთ? Მუზემში კომპოზიტორის ნივთები, წერილები და ნამუშევრები, თითქმის უცვლელად შემონახული და წარმოჩენილი აქვს. Თუ კლასიკური მუსიკის მოტრფიალე ან მოყვარული ხართ, ამ მუზეუმს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
- ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმი (Sigmund Freud Museum)
რისი მუზეუმი? გერმანელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი, ვენაში თითქმის 47 წელი ცხოვრობდა, სანამ ნაცისტების ჩამოსვლამ ის და მისი ოჯახი არ აიძულა ლონდონში გაქცეულიყვნენ. თუ გაინტერესებთ ფსიქოანალიზის დამფუძნებლის პირადი ნივთები, წერილები და საარქივო კადრები, აუცილებლად ეწვიეთ მუზეუმს.
რატომ უნდა მოინახულოთ? მუზეუმი ფროიდის ცხოვრების და მოღვაწეობის სინათლეს ასხივებს, ვენაში ცხოვრება, მისი ინტელექტუალური ნაშრომების აღორძინებას უკავშიირდება.
ყოველწლიურად მუზეუმი,მსოფლიოდან 10000-ზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს.
5. მსოფლიო მუზეუმი (Welt Museum)
რისი მუზეუმია? თუ გაინტერესებთ პოსტ-კოლონიური პერიოდი და ვრცელი ანთროპოლოგიური კოლექციები, მაშინ გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ვენის მსოფლიო მუზეუმი, სადაც კაპიტან ჯეიმს კუკის მიერ შეძენილი საგნების დათვალიერების შესაძლებლობაც გექნებათ.
რატომ უნდა მოინახულოთ? მუზეუმი დამთვალიერებლებს განსაკუთრებით მასში განთავსებული მრავალი ისტორიული ნივთის გამო იზიდავს, რომელთაგან უმეტესობა შეიძლება ითქვს, საეჭვო ვითარებაში იქნა მოპოვებული.
6. ლეოპოლდის მუზეუმი (Leopold Museum)
რისი მუზეუმია? ლეოპოლდლის მუზეუმში დაახლოებით 6000 ნამუშევარი ინახება, რაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის და შემდგომი პერიოდის მოდერნიზმზეა ფოკუსირებული. კოლექცია ნამდვილად ფასდაუდებელია და დღემდე ემატება ახალი ნამუშევრები.
აღსანიშნავია, მასში განთავსებული მსოფლიოში ყველაზე დიდი რაოდენობის ეგონ შილეს და გუსტავ კლიმტის ნამუშევრები.
რატომ უნდა მოინახულოთ? მუზეუმის კოლექციების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მათ შორის გახდლავთ ეგონ შილეს და გუსტავ კლიმტის ნამუშევრებიც, რომელიც ვენაში ჩასულ მოგზაურებს არჩევანს არ უტოვებს, გამოემგზავრონ ქალაქიდან, მუზეუმში ვიზიტის გარეშე.
7. ებრაული მუზეუმი (Jewish Museum)
რისი მუზეუმია? ავსტრიაში ებრაული მუზეუმი შეხვედრების ადგილია მათთვის, ვისაც სურს ცნობიერება აიმაღლოს ებრაელი ერის კულტურაზე, რელიგიასა და ისტორიაზე, როგორც წარსულში, ასევე აწმყოშიც.
მუზეუმი 1895 წელს დაარსდა, ხოლო 1938 წელს ნაცისტების მიერ გაძარცვული და დახურული აღმოჩნდა, დაახლოებით 50 წლის შემდეგ ახლიდან გახსნა და მიიღო დღევანდელი სახეც.
რატომ უნდა მოინახულოთ? მუზეუმი ასახავს ვენაში ებრაელების ცხოვრების ისტორიას, რომელიც კარგად ინახავს ჰოლოკოსტის შედეგებს და დაღუპულთა ხსოვნას.
8. ბელვედერის სასახლე (Belvedere Palace)
რისი მუზეუმი? ბელვედერი ისტორიული შენობების კომპლექსია ვენაში, რომელიც ბაროკოს სტილის ორ სასახლეს მოიცავს, თავისი ორანჟერიით და ბაღებით, შადრევნებითა და ქანდაკებებით.
სასახლე ამაყობს ქალაქის ხედებით და მასში განთავსებული ხელოვნების უნიკალური ნამუშევრებით.
რატომ უნდა მოინახულოთ? ბელვედერის სასახლე ცნობილია გუსტავ კლიმტის ნახატების კოლექციით, განსაკუთრებით მისი ნამუშევრით სახელწოდებით “კოცნა”, ასევე ეგეონ შილესა და ოსკარ კოკოშკას კოლექციითაც.
ქვედა ბელვედერის სასახლეში შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ დროებითი გამოფენებიც, რომელებიც პრინცი ევგენის მდიდრულ რეზიდენციაში იმართება.
არ დაგავიწყდეთ, რომ ქალაქში ასამდე მუზეუმია, რომლებიც ვენის სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, დაუვიწყარი მოგზაურობის და უამრავი სიახლისთვის გელოდებათ.
იაფი ავიაბილეთის შეძენა, ვენის მიმართულებით ჩვენს საიტზე შეგიძლიათ: www.fly.ge