ოქტომბრის ზრდადი სტატისტიკა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
0

ოქტომბრის ზრდადი სტატისტიკა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განახლებული ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2021 წლის ოქტომბერში განხორციელებული ავიარეისების და მგზავრთა ნაკადის დინამიკა, პანდემიამდელ პერიოდთან მიმართებით(2019 წლის ოქტომბერი) 48-65%-ით აღდგა.

ოქტომბერში, ქუთაისის აეროპორტიდან აღდგენილი ავიარეისების პროცენტული მაჩვენებელი 65%-ს შეადგენს, ხოლო რიცხვობრივად განხორციელებული ავიარეისების საერთო რაოდენობა 195-ია. ფრენებს აეროპორტიდან სამი ავიაკომპანია 11 ქვეყნის, 22 მიმართულებით ახორციელებს. აქედან 4 ყაზახეთის, ხოლო 18 ევროპის მიმართულებით. გასულ თვეში, ქუთაისის აეროპორტიდან, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Wizz Air-მა რეგულარული, პირდაპირი ავიარეისები ევროპის სამი მიმართულებით აღადგინა(ქუთაისი-ბარსელონა, ქუთაისი-ვენა, ქუთაისი-ბერლინი). დეკემბრიდან კი მგზავრები ქუთაისიდან აბუ-დაბის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისით შეძლებენ გამგზავრებას.

ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 119, ხოლო აზიის მიმართულებით 29 რეგულარული რეისი შესრულდება.

თვალი ადევნეთ ფრენების განრიგს

 

თუ ავიაბილეთის იაფად შეძენა გსურთ, გაითვალისწინეთ რომ ფასები ყველაზე ოპტიმალური ფრენამდე 6-8 კვირით ადრეა.