პირდაპირი ავიარეისები ვენასა და ბარსელონაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან
+1

პირდაპირი ავიარეისები ვენასა და ბარსელონაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია “Wizz Air” ვენისა და ბარსელონის მიმართულებით, პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს. აღნიშნული ინფორმაცია, აეროპორტის ოფიციალური Facebook გვერდიდან ვრცელდება.

 

ინფორმაციის თანახმად, ვენის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 31 ოქტომბრიდან, ხოლო ბარსელონის მიმართულებით 2 ნოემბრიდან დაიწყება.

 

აღსანიშნავია, რომ ორივე ქალაქში(ქვეყანაში) მოგზაურობა, ტურისტული მიზნითაც შესაძლებელია.

“ავსტრიაში გასამგზავრებლად, საზღვარზე უნდა წარადგინოთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი:
ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)
ვირუსის მოხდიდან 180 დღის განმავლობაში გაცემული ექიმის ცნობა
ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება მხოლოდ ორჯერ ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).” – ვკითხულობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში.
სხვადასხვა ქვეყნის მიერ, COVID-პანდემიის პირობებში, საზღვრის კვეთის პირობებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ საიტზე Fly.Ge
გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთის შეძენა, რეკომენდირებულია ფრენამდე 6-8 კვირით ადრე.