“Air New Zealand”-მა ახალი ზელანდიის ეროვნულმა ავიაკომპანიამ, გრძელმაგისტრალური ფრენებისთვის ახალი სერვისი წარადგინა.
კომპანია მზად არის გახდეს პირველი ავიაკომპანია, რომელიც საკუთარ მომხმარებლებს ინოვაციურ პროდუქტს შესთავაზებს. სიახლე “Boeing 787”-ის ბორტზე ძილის კაბინებს გულისხმობს, რომლებიც ეკონომ კლასის მგზავრებისთვის, წინასწარი ჯავშნების საფუძველზე იქნება ხელმისაწვდომი.
ინფორმაცია საძილე კაბინების შესახებ, რომლებსაც ავიაკომპანია კოსმოსური სადგურების განყოფილებების ანალოგიით „პოდებს“ უწოდებს, პირველად 2020 წელს გაჟღერდა, მაგრამ იმ ეტპზე გადამზიდი, პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობას განიხილავდა.