საქართველოს მოქალაქები, რომლებიც ავსტრიის საზღვრის კვეთის და ყოფნის, ზოგად სტანდარტებს და ე.წ. 3G წესის(ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან ცნობა კორონავირუსის გადატანის შესახებ ან ტესტის უარყოფითი პასუხი) მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, პირველი ივლისიდან, ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტს გამარტივებული წესებით შეძლებენ.
რა პირობებით არის შესაძლებელი, ავსტრიის საზღვრის გადაკვეთა?
ავსტრიის საზღვრის კვეთისას, მგზავრმა უნდა წარადგინოს, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი ან ანტიგენის ტესტი(ბოლო 48 საათი), ვირუსის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში გაცემული ცნობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაექვემდებაროს 10 დღიან, სავალდებულო კარანტინს/თვითიზოლაციას, რომლის დასრულებაც შესაძლებელია 5 დღეში, ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენის საფუძველზე.
ვის არ ეხება 10 დღიანი სავალდებულო კარანტინი/თვითიზოლაცია?
აღნიშნული კარანტინი, არ ეხება საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი(ბოლო ვაქცინის დოზის მიღებიდან, გასული უნდა იყოს 14 დღე). კარანტინს არ ექვემდებარებიან, ავსტრიის ტერიტორიაზე ტრანზიტული მიზნით შემსვლელი პირები და მოქალაქეები, რომლებიც ავსტრიის ტერიტორიაზე დაიშვებიან, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, საქმიანი ვიზიტის განხორციელებისთვის და ავსტრიის რესპუბლიკაში მოქმედ სააკრედიტაციო ბარათის მფლობელ პირებს.
რა შემთხვევაში ითვლება, მოქალაქე ვაქცინირებულად?
მოქალაქე ვაქცინირებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას გაკეთებული აქვს WHO-ს მიერ რეკომენდირებული შემდეგი ვაქცინები: „BioNTech-Pfizer“, „Moderna“, „AstraZeneca“, „Johnon and Johnson“, „BIBP- CorV“ – „Sinopharm, Sinovac“.
პირი ვაქცინირებულად ითვლება:
- ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების 22-ე დღიდან, სამი თვის განმავლობაში;
- ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან, დამატებით ექვსი თვის განმავლობაში; (ჯამში პირი ვაქცინირებულად ითვლება 9 თვის განმავლობაში, პირველი აცრის გაკეთებიდან).
- პირები, რომლებიც გაიკეთებენ ვაქცინას, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი, ვაქცინირებულად ითვლებიან ვაქცინაცის 22-ე დღიდან 9 თვის განმავლობაში.
- პირები, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ და არიან აცრილი პირველი დოზით, ვაქცინირებულად ითვლებიან აცრის დღიდან 9 თვის განმავლობაში;
- PCR- და ანტიგენ-ტესტის წარდგენა სავალდებულოა, მოქალაქეებისთვის 10 წლის ასაკიდან.
აღნიშნული პირობებით ავსტრიის საზღვრის კვეთა, შესაძლებელია ე.წ. მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ავსტრიის ტერიტორიაზე შესვლის მსურველმა, აუცილებელია გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია და საზღვრის კვეთისას თან იქონიოს, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბეჭდურ ან ელექტრონულ ფორმატში.
სარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3dr2iEP
ეს საინტერესოა: იყიდე ბილეთი თბილისი-ვენა განსაკუთრებულ ფასად Fly.ge-ზე!