ხელი ასწიოს ყველამ, ვინც პარიზში მოგზაურობაზე არ ოცნებობს!
პარიზში მოგზაურობის მსურველთა სია, შესაძლოა რამდენიმე კატეგორიის მიხედვით დავყოთ – ესთეთიკოსები, არქიტექტურით გატაცებულები, ისტორიის მოყვარულები, ხელოვნების მოყვარულები, რომანტიკოსები, გურმანები და ბოლოს – ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ერთად!
რამდენი დღეა საკმარისი იმისთვის, რომ პარიზის სრულად დათვალიერება შეძლოთ? პარიზი ამოუწურავი ქალაქია, გამომდინარე იქედან, რომ ის არ არის მხოლოდ ურბანული დასახლება, არამედ საუკუნეების განმავლობაში, უამრავი ადამიანის მიერ შექმნილი ემოცია. რაც უფრო მეტად ეცნობი, მით უფრო გიმძაფრდება დიდხანს დარჩენის, უფრო მძაფრად შეცნობის სურვილი. მიუხედავად ამისა, პარიზში პირველი ვიზიტისთვის 5 დღე, საკმარისია ყველა მთავარი ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად. თუ ქალაქის დათვალიერება უფრო მშვიდად გსურთ, გაზარდეთ ვიზიტის დრო 6-დან 7 დღემდე.
წინამდებარე ბლოგში, გაგიზიარებთ 5 დღიან მარშრუტს, რომელიც მნიშვნელოვნად გააადვილებს პარიზში მოგზაურობას – არ გამოგრჩებათ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები და დაზოგავთ ყველაზე ძვირფასს – დროს. თანმიმდევრობა ხუთდღიან განრიგში, შეგიძლიათ თქვენი პრიორიტეტების და ოცნებების მიხედვით შეცვალოთ.
პირველი დღე პარიზში – ნოტრე დამი, ლუვრი, ტუილერის ბაღი და სენას ტური
*ნოტრ დამთან ძალიან ახლოს, წმინდა მიშელის შადრევნის გარშემო, არაჩვეულებრივი ღია კაფეებია, საიმისოდ რომ დილა გემრიელი საუზმით დაიწყოთ.
ნოტრ დამის ტაძარი
მიუხედავად იმისა, რომ ნოტრ დამის ტაძარში ხანძარმა შენობის და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა, შეუძლებელია პარიზი, ამ საოცარი ადგილის დათვალიერების გარეშე დატოვო
გოთური არქიტექტურის, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის მშენებლობა 1345 წელს დასრულდა. განსაკუთრებულად ამაღელვებელს კი ვიტრაჟებიდან შემოჭრილი მზის შუქი ხდის, რომელიც ტაძრის დარბაზებში ხელოვნების ნიმუშებს ეფინება.
ნოტრ დამის ტაძარში ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და შიდა სივრცეში მნახველთა ვიზიტი შეზღუდულია, თუმცა ნუ დატოვებთ საკუთარ თავს ამ ბედნიერების გარეშე, გარედან მაინც სრულად დაათვალიეროთ ძეგლის გასაოცარი არქიტექტურა.
მისამართი: 6 Parvis Notre-Dame-Pl. ჟან-პოლ II, 75004 პარიზი, საფრანგეთი
ლუვრის მუზეუმი
ხშირ შემთხვევაში ლუვრის მუზეუმის ხსენებისას, პირველ რიგში შუშის პირამიდა წარმოგესახებათ. ამ “შუშის პირამიდის” შიდა სივრცეში უამრავი ცნობილი, ორიგინალი ნამუშევრის ნახვა შეგიძლიათ, შეუდარებელი „მონა ლიზას“ ჩათვლით.
ლუვრი მსოფლიოში ყველაზე დიდი მუზეუმია.
ცხელ ტურისტულ სეზონებში, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, ლუვრში შემსვლელთა რიგი ძალიან გრძელია. თუმცა რიგში დგომის რუტინას თავი ე.წ. „პრიორიტეტული ბილეთით“ დააღწიოთ.
მისამართი: Rue de Rivoli, 75001 Paris, საფრანგეთი
ტიუილრის ბაღი
ლუვრიდან გამოსვლისთანავე პირდაპირ ტიუილრის ბაღში შევდივართ. ბაღში ვიზიტი დამთვალიერებლებისთვის და დამსვენებლებისთვის უფასოა.
ტიუილრის ბაღში შეგიძლიათ დაისვენოთ, ისადილოთ, წაიკითხოთ წიგნი და განახლებული ენერგიით განაგრძოთ ქალაქის დათვალიერება.
ბაღის ისტორია იწყება 1500-იან წლებში, მეფე ჰენრი მესამის დროიდან და თავის სივრცეში იტევს უზარმაზარ ქანდაკებებს, შადრევნებს, გასაოცარი ყვავილების ბაღს და სხვ.
მისამართი: Place de la Concorde, 75001 Paris, საფრანგეთი
კრუიზი მდინარე სენაზე
როგორ უნდა დასრულდეს პირველი დღე პარიზში? როგორ შეიძლება იმაზე უკეთ, ვიდრე ღამის სეირნობაა სენაზე. ნავიდან დანახული, მდინარის ზედაპირზე არეკლილი ეიფელის კოშკი და ქალაქის სხვა შენობები.
მე -2 დღე პარიზში: კონკორდის მოედანი, ტრიუმფალური თაღი და ეიფელის კოშკი
შესაძლოა ამ ადგილების მონახულება, მოგზაურობის პირველ დღეს გადაწყვიტოთ, რაც სრულიად ლოგიკურია, თუმცა თუ დაგვიჯერებთ შთაბეჭდილებების და ემოციების გადანაწილება, ჩვენი ხუთდღიანი გაიდლაინის მიხედვით, გაცილებით ეფექტურია.
კონკროდის მოედანი / Place de la Concorde
21.3 ჰექტარზე გადაჭიმული “Place de la Concorde” პარიზის ყველაზე დიდი მოედანია. მოედანზე შეხვდებით 3000 წელზე მეტი ასაკის, 230 ტონიან ობელისკს, რომელიც თავდაპირველად ეგვიპტის ერთ-ერთ ტაძარში იყო განთავსებული, საფრანგეთმა კი საჩუქრად ოსმალური ეგვიპტის სულთნის – მუჰამედ ალი ფაშასგან მიიღო. ობელისკს ორივე მხრიდან ამშვენებს შადრევანი, რომელთა ყველა დეტალი გასაოცარი შემოქმედების ნიმუშია. შადრევნების მშენებლობა 1840 წელს დასრულდა. დეტალები, ჩრდილოეთით მდებარე შადრევანზე გამოხატავენ სავაჭრო ნავიგაციას საფრანგეთის მდინარეებში, ხოლო სამხრეთის შადრევანი საზღვაო ვაჭრობას და მრეწველობას.
თავდაპირველად მოედნის სახელწოდება “მბრუნავი ხიდის მოედანი” იყო, შემდგომში “ლუი XV-ის მოედანი”-ს მოედანი ეწოდა. 1792 წელს ამ მოედანზე აღიმართა გილიოტინა, რომლითაც ლუი XVI-ის, შემდგომში რობესპიერისა და მისი თანამზრახველები სიკვდილით დასაჯეს. სწორედ აქედან გამომდინარე, 1830 წლიდან მოედანს “კონკროდის მოედანი” ეწოდება.
მისამართი: 75008 პარიზი, საფრანგეთი
ტრიუმფალური თაღი
თუ მზიანი ამინდია, პარიზის ქუჩების დასათვალიერებლად, საუკეთესო გზა, ტრიუმფალურ თაღამდე ფეხით გაისეირნებაა. თუ ქალაქში შოპინგიც გაქვთ დაგეგმილი, სეირნობისას მოხვდებით „Champs-slysées“-ის გამზირზე, რომელიც მდიდრული კაფეებით და მაღაზიებითაა ცნობილი; გაივლით”Le Macaron Ladurée”- პარიზის ყველაზე ცნობილ საცხობს.
საბოლოოდ კი აღმოჩნდებით ტრიუმფალური თაღის წინ! ტრიუმფალური თაღი საფრანგეთისთვის მებრძოლი ადამიანების პატივსაცემი ძეგლია, რომლებიც რევოლუციურ და ნაპოლეონურ ბრძოლებში მონაწილეობდნენ. გათვალისწინეთ, რომ ტრიუმფალური თაღის მიმდებარედ სწრაფი და მუდმივი სატრანსპორტო მოძრაობაა.
მისამართი: ადგილი შარლ დე გოლი, 75008 პარიზი, საფრანგეთი
ეიფელის კოშკი
რაც უფრო მეტად უახლოვდები ეიფელის კოშკს მით უფრო დიდი ეიფორია გიპყრობს. შეგიძლიათ დასხდეთ მინდორზე და შორიდან დატკბეთ ეიფელის ცქერით, რომელიც 2 წელი, 2 თვე და ხუთი დღე შენდებოდა და საბოლოოდ 1889 წელს დასრულდა.
შეგიძლიათ ახვიდეთ საოცნებო კოშკში და იქედან, მთელი ქალაქის მშვენიერი ხედებით დატკბეთ.
ეიფელის კოშკზე ბევრს არაფერს მოგიყვებით. გვჯერა, რომ უჩვენოდაც ძალიან ბევრი იცით.
დღე 3 პარიზში: ერთდღიანი მოგზაურობა ვერსალში
37 ჰექტარზე განლაგებული სასახლის დათვალიერებისთვის გამოყავით ერთი სრული დღე. სასახლე, ბილიკები, ტერასები, ათასობით მცენარე… ძილის წინ აუცილებლად განმეორდება ყველა კადრი თქვენს გონებაში.
როგორ გავემგზავროთ ვერსალის სასახლეში?
სასახლე პარიზიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ქალაქიდან სასახლემდე მანძილს, მატარებელი 30 წუთში ფარავს. მატარებლის სადგურიდან სასახლის კკარიბჭებდე ათ წუთში მიხვალთ. ადრიანად სასახლის ბაღებში ვიზიტი უფასოა, მაგრამ სასახლეში ვიზიტისთვის აუცილებლად შეიძინეთ ბილეთი. ბილეთის შეძენა უმჯობესია წინასწარ, ონლაინ.
ბაღები ვერსალში
თუ თქვენ ბუნების მოყვარული ადამიანი ხართ, ვერსალის ბაღები წარმოუდგენელ ბედნიერებას მოგანიჭებთ. შადრევნების ირგვლივ, აუზებში გედები დაცურავენ, აუზში გასეირნება კანოებით შეგიძლიათ, სასახლის სრულად დათვალიერებისთვის, შეგიძლიათ დაიქირაოთ ველოსიპედი.
*ვერსალში ყოფნისას არ დაგავიწყდეთ, თვალი მიადევნოთ მატარებლების განრიგს, ქალაქში დასაბრუნებლად.
მე -4 დღე პარიზში: “Sacré-Cœur Basilica”, “Parc des Buttes Chaumont” და ტური მონპარნასზე
მეოთხე დღეს გირჩევთ დაუბრუნდეთ პარიზს და ნახოთ „Sacré-Cœur Basilica“ – რომაული, კათოლიკური ეკლესია, რომელიც მე-18 ოლქში მდებარეობს და იესოს წმინდა გულის სახელობისაა. ეკლესიას აქვს როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა.
მონმატრტის მიმდებარედ, უამრავი ულამაზესი კაფეა, – იქვე მულენ რუჟი, რომლის მონახულებასაც დღის ბოლომდე გირჩევთ.
მისამართი: 35 Rue du Chevalier de la Barre, 75018 პარიზი, საფრანგეთი
შემდეგ შეგიძლიათ გაისეირნოთ და განიტვირთოთ „Des Buttes Chaumont”-ის პარკში, რომელმაც შესაძლოა გაგახსენოთ ნიუ იორკის ცენტრალ პარკი. პარკის განსაზღვრულ ადგილებში, შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო WiFi-თ.
უფასო ვიზიტი, ხელოვნური ტბა, წყლის ცხოველები და ფრინველები, აყვავებული კლდეები და ულამაზესი ხედი ქალაქზე – აი, რატომ არ უნდა გამოგრჩეთ „Parc des Buttes Chaumont” თქვენს სამოგზაურო რუკაზე.
მისამართი: Rue Botzaris 1, 75019 Paris, France
ტური მონპარნასზე – „თუ გინდა პარიზი შეიცნო, როგორც პარიზელმა, წადი მონპარნასის მწვერვალზე“
მონპარსანის მწვერვალამდე მისვლა შესაძლებელია მატარებლით, თუმცა შესასვლელის ძებნაში შეიძლება ბევრი დრო დაკარგოთ. შესვლა ფასიანია და თითოეული ბილეთი 18 ევრო ღირს.
პირველად შედიხართ 56-ე სართულზე, სადაც ტელესკოპები, კვების ობიექტები და საჩუქრების მაღაზიაა. გზა განაგრძეთ კიბეებით და ესტუმრეთ ღია ტერასას, საიდანაც პარიზის 360 გრადუსიანი, სუნთქვის შემკვრელი ხედები იშლება!
მისამართი: 33 Avenue du Maine, 75015 Paris, France
*ამ მხარეში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ე.წ. პარიზის კატაკომბები. თუ თქვენში ადრენალინს, ექსტრემალური და არაორდინარული გარემოებები ზრდიან, შეგიძლიათ ამ ადგილს ეწვიოთ, სადაც 6 მლნ-ზე მეტი ადამიანის ნეშტია.
მისამართი: 1 Avenue du Colonel Henri Rol-Tanguy, 75014 პარიზი, საფრანგეთი
დღე 5 პარიზში: ორსეის მუზეუმი
ალბათ, ძალიან ბევრჯერ აღგინიშნავთ, რომ დრო ძალიან სწრაფად მიდის, თუმცა პარიზში დრო მიფრინავს! ნუთუ, ოთხი დღე ასე სწრაფად გავიდა? მაგრამ თქვენ უამრავი რამის ნახვა მოასწარით.
დილა სენის სანაპიროზე სეირნობით დაიწყეთ და ორსეს მუზეუმს ეწვიეთ, რომელიც ორსეს ყოფილ რკინიგზის სადგურზე მდებარეობს.
ბილეთი 13,50 ევრო ღირს. მუზეუმში განთავსებული ექსპონანტები ასახავენ 1848-1914 წლის საფრანგეთს. მიუხედავად იმისა, რომ ორსეს მუზეუმი ლუვრთან შედარებით პატარაა, თქვენ რამდენიმე უნიკალური ტილოს მონახულებას შეძლებთ, მათ შორის ვან გოგის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს. ზოგიერთი მოგზაური აღნიშნავს, რომ ორსეს მუზეუმი, ლუვრზე უკეთესია.
მეხუთე დღეს შეგიძლიათ დაათვალიეროთ პარიზის ის ღირსშესანიშნაობები, რომლის ნახვაც წინა დღეებში ვერ მოასწარით:
- ლუქსემბურგის ბაღები
- სენ-ჩაპელი (ულამაზესი გოთური ეკლესია).
- პალას როიალი
- ერთდღიანი მოგზაურობა კუნძულ მონ სენ-მიშელში.
როგორ გავემგზავროთ პარიზში?
პარიზში მოსახვედრად, საუკეთესო საშუალება საჰაერო ტრანსპორტია, თუმცა ახლომდებარე/მეზობელი ქვეყნებიდან შეგიძლიათ მატარებლთაც გაემზავროთ.
აეროპორტების შერჩევისას, თუ არჩევანს შარლ დე გოლის აეროპორტზე გააკეთებთ, ქალაქამდე გადაადგილებას ტრავმაის ან მანქანის დაქირავებით შეძლებთ.
ქალაქში ნავიგაციას ძალიან გაგიმარტივებთ აპლიკაცია „CityMapper“.
მგზავრობა პარიზში
პარიზი დაყოფილია 20 სპირალურ უბნად და გადაადგილების საუკეთესო საშუალება, ფეხით სიარული და მეტროს გამოყენებაა.
რა ღირს პარიზში მოგზაურობა?
გავრცელებული მოსაზრებით, პარიზი საკმაოდ ძვირადღირებული ტურისტული ქალაქია, თუმცა გარკვეული ელემენტების გათვალისწინებით, მოგზაურობის დაგეგმვა, ბიუჯეტურადაც შეიძლება.
გაგიზიარებით საშუალო ბიუჯეტს, ორ ადამიანზე:
- განთავსება: $ 710 აშშ დოლარი
- საკვები და სასმელი: $ 460 აშშ დოლარი
- დამატებითი აქტივობები: $ 350 აშშ დოლარი
აქვე გირჩევთ, რომ ავიაბილეთის შეძენა, პარიზის მიმართულებით სასურველია 6-8 კვირით ადრე. კვირის დასაწყისში, როცა ავიაკომპანიები გაცილებით დაბალბიუჯეტურ ავიარეისებს ახორციელებენ.
მოძებნეთ იაფი ავიაბილეთი აქ: თბილისი-პარიზი