ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი პრაღა, შუასაუკუნეების მდიდარი ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით ცენტრალური ევროპის ყველაზე მონახულებადი ქვეყნების სიაში ლიდერობს.
დღევანდელი ბლოგი განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც შვებულების რამდენიმე დღეს, ციხესიმაგრეების ქვეყანაში დაგეგმავს. ასე რომ მოემზადეთ და ბოლომდე გამოგვყევით, რათა შეძლოთ გოთური სტილის პრაღის აღმოჩენა სულ რაღაც 3 დღეში.
მოგზაურობა პრაღაში: დღე 1
გაისეირნეთ ფეხით
ფეხით სეირნობა ახალი ქალაქის ისტორიის, კულტურისა და არქიტექტურის აღმოსაჩენად ჭკვიანური გზაა.
თითქმის ყველა ტურისტული კომპანია ასტრონომიული საათის მახლობლად ძველ მოედანზე იკრიბება, ამიტომ დილის საათებში მისვლას და ერთ-ერთ ტურისტულ ჯგუფთან ერთად ქალაქის ფეხით დათვალიერებას გირჩევდით, რომელიც დაახლოებით სამი საათი მაინც გაგრძელდება.
მოინახულეთ პრაღის ციხე
პრაღის ცნობილი ციხე-სიმაგრე მოსანახულებლად ყველა ფეხით მოსიარულე ტურში შედის.
ციხე, რომელიც შეიძლება ითქვს “ბატონობს” ქალაქზე, სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებას გთავაზობთ. ბილეთი შეგიძლიათ რომელიმე ან ყველა ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად სალაროდან შეიძინოთ.
სეირნობა პეტრინის პარკში
პეტრინის პარკი ქალაქის უდიდესი და ულამაზესი პარკია, რა თქმა უნდა პრაღის საოცარი ხედებით, რასაც მისი ადგილმდებარეობა განაპირობებს.
თუ ფეხით მთაზე ასასვლელად აღმართი თქვენთვის დამღლელად გამოიყურება, საბაგირო გამოიყენეთ.
დატკბით პრაღის შესანიშნავი ხედებით და სამახსოვროდ რაც შეიძლება ბევრი სურათი გადაიღეთ.
ჯონ ლენონის კედელი
პეტრინის პარკის შემდეგ, კამპასკენ დაეშვით, მდინარის ნაპირას და ჯონ ლენონის კედელი მოინახულეთ.
კომუნიზმის მიწურულს, სტუდენტებმა ამ კედელზე უკმაყოფილების გამოსახატავად, ჯონ ლენონის ლექსების წერა დაიწყეს.
დღეს ეს კედელი სიყვარულის და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენს. ტურისტებს უფლება აქვთ დაწერონ ან დახატონ მასზე, ასე რომ არც თქვენ გამოაკლდეთ.
სანაპირო
ჯონ ლენონის კედლიდან სიარული მდინარისკენ განაგრძეთ, გადაკვეთეთ პატარა ხიდი და აქ ხართ! ცოტა დამღლელი და გრძელი დღე იყო, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო. შეარჩიეთ ადგილი, სადაც გემრიელად მიირთმევთ და განსატვირთად სასმელსაც შეუკვეთავთ.
მოგზაურობა პრაღაში: დღე 2
კუტნა ჰორა (Kutná Hora)
კუტნა ჰორა შუა საუკუნეებში ვერცხლის მოპოვების მნიშვნელოვანი ადგილი იყო და მეეფებს გამდიდრებაში ეხმარებოდა. ახლა კი, ქალაქი ცნობილია თავისი ოდნავ საშიში ძველი ეკლესიით, რომელსაც “სედლეცის ოსუარი” (Sedlec Ossuary) ეწოდება, სადაც 40,000-70,000 ადამიანის ძვალია მოთავსებული.
რადგან ეკლესიის მონახულებას დაახლოებით 15 წუთი დასჭირდება, შემდეგ ქალაქის ისტორიული ცენტრისკენ გაემართეთ, რათა კუტნა ჰორას სხვა ღირსშესანიშნაობები იხილოთ, მათ შორის შუა საუკუნეების საოცარი ეკლესიები, კარგად შემონახული ქუჩები და ქალაქის დიდი მოედანი.
ეს არის პატარა და წყნარი ქალაქი, სადაც დაგვერწმუნეთ, რომ ერთი დღის გატარება ნამდვილად ღირს.
მოგზაურობა პრაღაში: დღე 3
ვიშეჰრადი (Vyšehrad)
მოინახულეთ ვიშეჰრადის ციხე-სიმაგრე, რომელიც დაახლოებით მე-10 საუკუნეში აშენდა და უძველეს წმინდა მარტინის და როტონდის ნაგებობებს მოიცავს.
ფხვნილის კოშკი
ქალაქში ცნობილ ფხვნილის კოშკთან დაბრუნდით. მისი სახელი იმ დროიდან არის შემორჩენილი, როდესაც ქვეყნის მთავრობა აქ დენთს ინახავდა. კოშკის უკან მოინახულეთ პრაღის ერთ-ერთი შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა, მუნიციპალიტეტის შენობაც.
ხეტიალი პრაღის ქუჩებში
პრაღა განსაცვიფრებლად ლამაზი და ისტორიული ქალაქია. ისეირნეთ მის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში. იპოვეთ შემთხვევითი რესტორნები, ბაზრები და ეკლესიები. დაჯექით სადმე, უყურეთ ხალხს და მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.
კარლოვის ხიდი
კარლოვის ხიდი 1841 წლამდე მდინარე ვლტავას გადაკვეთის ერთადერთი საშუალება იყო.
ეს გოთიკური ხიდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია სურათების გადასაღებად და სასეირნოთ.
ასტრონომიული საათი
ბოლოსთვის შუასაუკუნეების დროინდელი ასტრონომიული საათი შემოგინახეთ, რომელიც მსოფლიოში სიძველით მესამე ადგილზეა.
საათს უამრავი ტურსტი სტუმრობს და ყოველ სრულ საათზე პატარა წარმოდგენას ელოდება.