ბათუმიდან 94 კმ-ში, “რიზე-ართვინის” ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა
0

ბათუმიდან 94 კმ-ში, “რიზე-ართვინის” ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა

14 მაისს თურქეთში, ბათუმიდან 94 კმ-ში, რიზე-ართვინის ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა.

ბათუმიდან 94 კმ-ში, “რიზე-ართვინის” ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა„ეს პროექტი, რომელსაც მე მივიჩნევ გასული 20 წლის განმავლობაში თურქეთის პროგრესის სიმბოლოს, განსაკუთრებით საჰაერო ტრანსპორტის მიმართულებით, ასევე არის იმის ნიშანი, რომ ვერც ზღვები და ვერც მთები ვერ დაუდგება ჩვენს მონდომებას ქვეყნის მსახურებაში“, – განაცხადა ერდოღანმა, რომელიც აეროპორტის გახსნის ცერემონიალზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი ამატად აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ზღვაზე გაშენებული ხუთი აეროპორტიდან, ორი თურქეთშია.

 

აერპორტისკენ, პირველი ფრენა, თურქული ავიაკომპანია “Turkis Airline”-სის სამგზავრო თვითმფრინავმა, სტამბოლის აეროპორტიდან შეასრულა. TK 2538 სტამბოლის აეროპორტიდან, 14 მაისის 08:30 საათზე აფრინდა და რიზე-ართვინის აეროპორტში 10:35 საათზე დაჯდა.

 

ბათუმიდან 94 კმ-ში, “რიზე-ართვინის” ზღვაში აშენებული აეროპორტი გაიხსნა

 

რიზე-ართვინის აეროპორტს, 3 ათასი მეტრი სიგრძის და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი აქვს. ასაფრენი ბილიკის და აეროპორტის ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, მშენებლებმა შავი ზღვისი ნაწილი ამოავსეს.