რამდენიმე დღის წინ, სადაზღვეო კომპანია “BHTP”-მა (Berkshire Hathaway Travel Protection), უსაფრთხო მიმართულებების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის შედგენისას ექსპერტებმა ტერორიზმის საფრთხეები, სტიქიური უბედურებები და კორონავირუსული პანდემია შეაფასეს.
ანგარიშის შედგენისას, გამოიკითხნენ რესპოდენტებიც, რომლებმაც ხუთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურეს.
“BHTP”-მ გაითვალისწინა გლობალური მშვიდობის ინდექსიც, “GeoSure Global” და “Covid-19”-ის სტატისტიკა, სამეცნიერო ონლაინ პუბლიკაციიდან “Our World of Data”.
Საბოლოოდ კი, “Expedia”-ს, “American Express Travel”-ის, “GeoSure Global”-ისა და “The Economist Safe Cities Index”-ის მონაცემების საფუძველზე, სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო, ათი ქალაქი და ქვეყანა შეირჩა.
TOP-10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, მოგზაურობისთვის:
- ისლანდია
- ახალი ზელანდია
- კანადა
- შვედეთი
- იაპონია
- ავსტრალია
- შვეიცარია
- ირლანდია
- გერმანია
- დიდი ბრიტანეთი
TOP-10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქი, მოგზაურობისთვის:
- მონრეალი
- ამსტერდამი
- ტოკიო
- სინგაპური
- სიდნეი
- ლონდონი
- ბარსელონა
- ჰონგ კონგი
- ბერლინი
- რომი.