ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის პროცენტული მაჩვენებელი 85%, რეისების აღდგენის მაჩვენებელი 88%-ია.
„2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მგზავრების რეკორდულ ოდენობას – 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750,000-ს მიაღწევს. აღსანიშნია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც, ერთი წლის ჭრილში, პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
აქტიური საჰაერო და ტურისტული მიმოსვლის შესაბამისად, ქვეყანაში არსებულ აეროპორტებში, აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და მუდმივად ვითარდება ინფრასტრუქტურა. Ამ ეტაპზე მთავარი მიზანი, უფრო მეტი ბაზარზე უფრო მეტი ავიაკომპანიის შემოსვლა და როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებაა.