დღეიდან, დიდ ბრიტანეთში შესვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს, სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ.
ინგლისმა 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველო წითელი ქვეყნების ნუსხიდან ამოიღო. აღნიშნული წესების და შეზღუდვების გადახედვა, კოვიდ-პანდემიის პირობებში ყოველ სამ კვირაში ერთხელ ხორციელდება.
საქართველოდან მიმავალი ყველა, სრულად ვაქცინირებული პირი, ინგლისის ტერიტორიაზე შესვლას შემდეგი პირობებით შეძლებს:
სრული ვაქცინაციის შემთხვევაში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, მგზავრმა უნდა შეავსოს ადგილსამყოფელის ფორმა და ჩასვლიდან მე-2 დღისთვის დაჯავშნოს „PCR-ტესტი“.
არასრულად ვაქცინირებულმა პირებმა, ინგლისის ტერიტრიაზე შესასვლელად საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული „PCR” ტესტის უარყოფითი პასუხი, შეიძინონ ტესტირების სამგზავრო პაკეტი, რაც გულისხმობს თვითიზოლაციის მე-2 და მე-8 დღეს გასაკეთებელი ტესტების ჯავშანს; შეავსონ ბოლო 48 საათის განმავლობაში მგზავრის ადგილსამყოფელის ფორმა, 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლის მისამართის მითითებით.
მოძებნეთ და შეიძინეთ იაფი ავიაბილეთი აქ: თბილისი-ლონდონი