საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული რეგულაციები მსუბუქდება
0

საქართველოს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული რეგულაციები მსუბუქდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან, საქართველოს საზღვრის კვეთას შეძლებს ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აქამდე შეზღუდული იყო (67 ქვეყანა), და საკმარისი იქნება წარადგინოს PCR ტესტი ან კოვიდ ბარათს.

“რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებიც ასევე შემოდიან საქართველოში ან ტესტის საფუძველზე, ან ვაქცინირებულები, უპირველეს ყოვლისა და თუ არც ერთი და არც მეორე არ აქვთ, მათ ჰქონდათ ვალდებულება 8 დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილებით, თვითიზოლაცია მცირდება 5 დღემდე და საქართველოს მოქალაქე როდესაც შემოდის ქვეყანაში, თუ მას აქვს PCR ტესტი ეხსნება ასევე მე-3 დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება”, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

გამომდინარე აქედან, გაუქმდება აპლიკაციები, რომელებიც საჭირო იყო ზემოთ ხსენებული 67 ქვეყნიდან შემომსვლელებისთვის. ეს არის ე.წ. ბიზნეს აპლიკაცია, „იმუშავე საქართველოდან” და სტუდენტური აპლიკაციაც.