ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Flyadeal” შემოდის
+1

ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Flyadeal” შემოდის

“Flydeal” ოპერირებას ერდროულად ქვეყნის ორ აეროპორტში, თბილისსა და ბათუმში დაიწყებს.

პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან განხორციელდება, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები – ჯედადან და რიადიდან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით “Flyadeal” პირდაპირი რეგულარულ რეისებს  საუდის არაბეთიდან კვირაში 15 სიხშირით (რიადი-თბილისი-რიადი – კვირაში 4 სიხშირე, დამამი-თბილისი-დამამი – კვირაში 3 სიხშირე, ჯედა-თბილისი-ჯედა – კვირაში 2 სიხშირე, ჯედა-ბათუმი-ჯედა – კვირაში 3 სიხშირე, რიადი – ბათუმი- რიადი – კვირაში 3 სიხშირე) შესრულდება.

საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia-ა. ავიაკომპანიამ თავდაპირველად ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო და შემდეგ ფრენის არეალი მეზობელ ქვეყნებში გააფართოვა. 

 

ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Flyadeal” შემოდის