გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში, საქართველოს მოქალაქეთა შემოსვლის წესში ცვლილებები შედის. მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმებულია თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოემგზავრება ნებისმიერი მარშრუტით (საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით), საქართველოში შემოდის შემდეგი პირობებით:
ვაქცინირებული მოქალაქე: უნდა წარადგინოს ნებისმიერი ვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson-ის შემთხვევაში ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;
არავაქცინირებული მოქალაქე: განთავისუფლდა PCR-ტესტის წარმოდგენისგან.