საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ფრანკფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა მიიღო.
IMEX2022-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 7 წევრ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. გამოფენაში სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან გამართეს.
მოეწყო პრეზენტაცია, სადაც უცხოურ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნეს. შეხვედრებზე საქართველოში მასშტაბური კონფერენციების გამართვის და კორპორაციული ტურების ორგანიზების საკითხები განიხილეს.
0