„სინოფარმით”, BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson და AstraZeneca-ით ვაქცინირებული პირებისთვისმ ავსტრიამ სავალდებულო კარანტინი გააუქმა.
ავსტრიის მთავრობის მიერ შექმნილ, სპეციალურ ვერბ-გვერდზე Austria.org ვკითხულობთ, რომ კორონავირუსის გამოჯანმრთელების შესახებ ცნობის, ანტისხეულებზე ტესტის ან ვაქცინაციის ცნობის წარდგენის შემთხვევაში, ვიზიტორები სავალდებულო, 10-დღიანი კარანტინისგან გათავისუფლდებიან. საუბარია BioNtech / Pfizer, Moderna, Johnson & Johnson, AstraZeneca-ს და „სინოფარმით” ვაქცინირებულ პირებზე.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის ცნობას ვერ წარადგენს, საზღვრის კვეთისას ვალდებულია, ავსტრიაში ჩასვლამდე ჩატარებული PCR ტესტის პასუხი წარადგინოს, რის შემდეგაც 10-დღიანი კარანტინის გავლაც მოუწევს.
განახლება: “სინოფარმის” ვაქცინით აცრის შემთხვევაში, საკარანტინე ვადა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოხსნილია.