ცოტა ხნის წინ პორტუგალიაზე შემხვდა პოსტი. დამიბერა ნოსტალგიის ქარებმა და იქ გატარებული ჩემი ცხოვრების ბედნიერი წუთებიც გამახსენდა.
ეს ბლოგი იქნება ჭამაზე ლისაბონში.
თუმცა მანამდე, მცირე წინასიტყვაობას გავაკეთებ პორტუგალიის სამზარეულოზე.
მთავარი რეკომენდაციაა, დაივიწყო ვარსკვლავიანი რესტორნები.
თუ გსურს ისიამოვნო პორტუგალიის სამზარეულოს გამორჩეული გემოებით, ესტუმრე ადგილობრივ ტავერნებს სახელწოდებით Tascas. ბევრი “ტასკას”–ი ოჯახური ბიზნესია. როგორც წესი თვითონ ზრუნავენ ყველაფერზე: საჭმლის მომზადებიდან – მომხმარებლის მომსახურებამდე. თუ მაგიდა თავისუფალია, თამამად შეგიძლია მოთავსდე.
ეს ძალიან საჭირო ინფორმაციაა: “ტასკასში” მაგიდაზე დაგხვდება დაფა ზეთისხილით, ყველით, პურით და ა.შ. იცოდე, თუ შეჭამ, ჩეკს დაემატება ამ დაფის საფასურიც.
Prato do Dia – თუ ლანჩის დრო გინდა სასარგებლოდ გამოიყენო და ნამდვილ პორტუგალიურ სულისკვეთებას ეზიარო, ეს ადგილი მოინიშნე. აქ ნამდვილ პორტუგალიურ სამზარეულოს შეხვდები.
ეს უკანასკნელი, ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან შედგება.
ეს შესავალი იყო მათთვის, ვისაც ზღვის პროდუქტები უყვარს.
დღეს რჩევებს ლოკალურ კერძებზე ჩემგან არ ელოდოთ. ანუ ყველაფერი რასაც წინასიტყვაობის შემდეგ წაიკითხავ, იქნება საუზმე-ბრანჩეულზე ლისაბონში. და დამერწმუნეთ, ამ მიმართულებაში დამეჯერება.
1. Zenith
ზენიტი სასაუზმეების ქსელია, პორტუგალიის გარდა, ესპანეთშიც იპოვით.
ინდუსტრიული სტილის ინტერიერიერიანი, ხალხმრავალი და ძალიან საინსტაგრამე ადილია. ბრანჩის და საუზმის კლასიკური კერძები შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ. მენიუში აქვთ უამრავი ჯანსაღი რამე, მათ შორის ვეგანური და უგლუტენო ალტერნატივები.
სტანდარტული საბრანჩაო კერძები, ბენედიქტი, ტოსტები, ბეიგლები, ასაის ბოულები, ფენქეიქები და ყველაფერი გამონაკლისის გარეშე, ყოველთვის ერთნაირად გემრიელია.
2. Café Janis
მყუდრო გარემო და კრეატიული მენიუ; იდეალური საბრანჩ-სასაუზმო ადგილი კეთილი და საყვარელი პერსონალით . ეს ისე ყველგან ეგრეა, მართლა ყველა სულ იღიმის, რაზეც არ უნდა გელაპარაკებოდნენ. თუ განზოგადებაა, განზოგადება იყოს და პორტუგალისს გარდა, დანარჩენ ევროპაშიც ეგრეა მეგობრებო..გეცოდინებათ თქვენც..)
3. Comoba
საყავე-კაფე. შეხვდებით ყველანაირ ყავას, მათ შორის მატჩას ბევრნაირ ექსპერიმენტს. ძალიან ჯანსაღი, ორგანული, ადგილობრივი პროდუქტებით დამზადებული საინტერესო კერძები აქვთ. ახალი, განსხვავებული რამის გასინჯვა თუ გინდათ, მშვენიერი ადგილია. ინტერიერიც კარგია, ადრე ყოფილა აფთიაქი და ისე არის მოწყობილი, რომ ძველი დეტალები დატოვებული აქვთ, მოკლედ საინტერესოა ესეც.
4. Seventh Brunch Chiado
ძალიან მყუდრო და საყვარელი ადგილია, გარეთ დასაჯდომი მაგიდებიც აქვთ, ამიტომ იდეალურია ლისაბონის მზიანი ამინდისთვის. საჭმელი აქაც კლასიკური, გემრიელი ბრანჩეულ-საუზმეული, თავის სმუზებით და ჯანსაღი შოთებით.
5. Pastel de Nata
ეს ადგილი არ არის.. პაშტელ დე ნატა ცნობილი პორტუგალიური დესერტია. მოხარშული კრემით და კვერცხის გულით მზადდება. უგემრიელესია და ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ამიტომ მოხვდა ამ სიაში.
ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება. ამობობენ, რომ ძველ ბელემში არის საუკეთესო, თუმცა მანდ გასიჯვა ვერ მოვახერხე, ამიტომ გეტყვით ჩემი გასინჯულებიდან საუკეთესო სადაც იყო – Manteigaria.
ასევე ყოველ ფეხის ნაბიჯზეა იგივე დესეტრის ლიქიორი, ესეც სინჯეთ და იყავით იქ სადაც შეგხვდებათ.
Enjoy sunny Lisboa <3
პორტუგალიური სამზარეულო ძირითადად ზღვის პროდუქტებისგან შედგება