ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები დაიწყო
0

ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები დაიწყო

უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით, აიაკომპანია Uzbekistan Airways -მა პირდაპირი ავიარეისების განხორციელება დაიწყო.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
 
ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Air Astana -ც ანახლებს, რომელიც პირდაპირ რეისებს ბათუმში ნურსულთანიდან შეასრულებს.
 
ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ფრენები დაიწყო
პირველი კვარტლის მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით 49%-ით აღდგა.
 
მაისის თვეში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები 10-მდე ქვეყნიდან შესრულდება.