2022 წლის პირველი მაისიდან, გერმანული ავიაკომპანია “Condor” ფრანკფურტიდან თბილისის მიმართულებით და პირიქით, პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას იწყებს.
“Condor”-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია. ავიაკომპანია, გერმანიის ცხრა ქალაქიდან 90 მიმართულებით ოპერირებს, აქედან 16 აშშ-სა და კანადის მიმართულებით. საერთო ჯამში “Condor” წლის განმავლობაში, საშუალოდ 500 მლნ. მგზავრს ემსახურება.
აღნიშნული მიმართულებით ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.