დასავლეთ საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში რეისებს ვერ მოემსახურება. ძლიერი წვიმის გამო აეროპორტის ნაწილი დაიტბორა და ჭერის ნაწილიც დაზიანდა.
აქედან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ყველა რეისს ამაღამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიიღებს.
შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება ყველა იმ ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი, რომელიც ამაღამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დამჯდარიყო.