qutaisis aeroporti
0

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 75% აღდგა.  2022 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35, 549 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის თებერვალი – 47, 573 მგზავრი).

პანდემიის პირობებში, მგზავრთა ნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვლის თვეში, აეროპორტში რეისების 108% აღდგა და  170 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის თებერვალი – 157 რეისი).

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  5 ავიაკომპანია, 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა 2022 წლის დასაწყისშიც შეიმჩნევა