2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისს და მგზავრს მოემსახურა
+1

2022 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიულად ყველაზე მეტ რეისს და მგზავრს მოემსახურა

 

“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” გასული თვე, არსებობის  ისტორიაში ყველაზე დატვირთული იყო. ერთ თვეში 330 რეისისა და 93,919 მგზავრის მომსახურება ჩვენი აეროპორტისთვის ერთდროულად სასიხარულოც იყო და საპასუხისმგებლოც. მოლოდინები კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს. იცით, რომ “Wizz Air”–მა ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა, დაიწყო პირდაპირი ფრენები ტალინისა და პარიზის მიმართულებით. ასევე, მეორე ხომალდმა საშუალება მისცა ავიაკომპანიას არსებულ მიმართულებებზე ფრენის სიხშირეები გაეზარდა. შესაბამისად, ეს ყველაფერი აეროპორტში მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდას შეუწყობს ხელს”, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.