შემოდგომის ბუდაპეშტი – 7 მიზეზი, გადაწყვეტილების მისაღებად
+3

შემოდგომის ბუდაპეშტი – 7 მიზეზი, გადაწყვეტილების მისაღებად

თუ შემოდგომაზე ევროპულ ტურს გეგმავთ, ბუდაპეშტი ერთ-ერთი ის ქალაქია, რომლის მონიშვნასაც თქვენს პერსონალურ, სამოგზაურო რუკაზე, ბევრი ფიქრის გარეშე გირჩევთ.

შემოდგომის ბუდაპეშტში, ქალაქის სახასიათო არქიტექტურის, მუზეუმების და სხვა ტურისტული დანიშნულებების გარდა, თქვენს პერსონალურ თავგადასავალს, ქალაქის შემოდგომის ტრადიციული ღონიძიებები გაამრავალფეროვნებენ.

 

შემოდგომის ბუდაპეშტი ოქროსფრად ანათებს. წინამდებარე ბლოგში, მოგიყვებით რამდენიმე მიზეზის შესახებ, თუ რატომ არის ქალაქი, ამ სეზონზე ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მომხიბლავი.

 

კულტურული ღონისძიებები შემოდგომის ბუდაპეშტში

ხელოვნების თაყვანისმცემლებს, ქალაქი წლის მესამე სეზონზე, განსაკუთრებულ სიურპრიზებს უმზადებს. დიზაინის კვირეულზე, ვიზიტორებს მოდის ნაწარმის, ინტერიერის და ექსტერიერის, ილუსტრირებული ნამუშევრების აღმოჩენა და შეძენა შეუძლიათ; ახლად რესტავრირებული, ბუდაპეშტის ოპერის თეატრი, ხელოვნების ამ დარგის მოყვარულებს ოპერისა და ბალეტის ნაწარმოებების, რეპერტუალურ შოუებსა და მიუზიკლებს სთავაზობს; ქალაქის სტუმრებს, დისკომფორტს არ შეუქმნის ამბავი, რომ ხელოვნების მუზეუმი, სარემონტო სამუშაოების გამო დახურულია – მათთვის, ოქტომბრის საერთაშორისო ხელოვნების ბაზრობაზე „Art Market Budapest“, აღმოსავლეთ ევროპის კონტემპორარი ხელოვნების ნამუშევრები იქნება ხელმისაწვდომი.

 

ბუდაპეშტის პარკები

ქალაქური შემოდგომის პეიზაჟებით, ჭრელი ფოთოლცვენით და ფეხქვეშ, ფოთლების შარი-შურით ტკბობას გადაწყვეტთ, ბუდაპეშტში უუამრავი მშვენიერი პარკია, სადაც სეზონის ფერებს, სურნელს, სუსტი მზის სხივების სითბოს, სრული შეგრძნებებით შეიძენთ. ქალაქში „Memento Park”-ის მონახულებას გირჩევთ, ქალაქთან ახლოს გამგზავრება თუ თქვენს გეგმებს მნიშვნელოვნად არ შეცვლის, ჩვენი გულწრფელი რჩევა იქნება, შემოდგომის იაპონურ ბაღებსაც შეავლოთ თვალი, დუნაის შუაგულში მდებარე, პაწაწინა მარგარეტის კუნძულზე(“Margaret Island”)

 

შემოდგომის ბუდაპეშტის გასტრონომიული ღონისძიებები

თუ თქვენი მოგზაურობა ბუდაპეშტში, ამ ღონისძიებებს დაემთხვევა, შეუძლებელია თავად არ აღმოჩნდეთ, ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ან როდისმე დაგავიწყდეთ იტალიური რისლინგის გემო, მეწარმეების პაექრობა პირველებისთვის. ე.წ. რისლინგის ფესტივალი ბუდაპეშტში, ტრადიციულად ოქტომბერში იმართება. ნოემბერში კი ქალაქში,  ფრანგული ღვინის არომატი ტრიალებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ადგილობრივი ღვინის და ყველის დაგემოვნება გსურთ, ისტორიული „Vajdahunyad Castle“-ში უნდა გაემგზავროთ.

 

შემოდგომის ბუდაპეშტი – 7 მიზეზი, გადაწყვეტილების მისაღებად

ბუდაპეშტის თერმული აბანოები

ტემპერატურა შემოდგომის ბუდაპეშტში თბილია. ამიტომ არ გირჩევთ თქვენი დროის ერთ სივრცეში გატარებას. ღრმა რელაქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, თერმულ აბანოში ვიზიტია. თერმულ აბანოში ვიზიტი კი ორ მისამართზე შეგიძლიათ: ღია აბანოში, ქალაქის მთავარ პარკში „Grand Széchenyi Baths“-სა და  დახურული ტიპის აბანოში – „Gellért Baths“-ში.

 

 „Great Market Hall“ – ბუდაპეშტის ისტორიული ბაზარი

პირდაპირ ადგილობრივი მეწარმეებისგან, შემოდგომის მოსავლის ხილისა და ბოსტნეულის, ახალი რბილი ხორცის და სხვ. პროდუქტის შეძენა, მე-19 საუკუნის ციხესიმაგრეში შეგიძლიათ, რომელიც გოთური არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშია, ამჯერად კი ქალაქის ბაზრობა „Great Market Hall“.

 

ქალაქგარე ტური

თუ ბუდაპეშტში, რამდენიმე დღის გატარებას გეგმავთ, აქედან ერთ-ერთი, აუცილებლად გამოიყენეთ, მიმდებარე ადგილებში ვიზიტისთვის. თქვენს თვალწინ, დაუვიწყარი შეფერილობის პეიზაჟები გადაიშლება, თუ მდინარე დუნაის აუყვებით. თუ ლაშქრობა გიტაცებთ, ქალაქთან ახლომდებარე „Buda Hill”-ს დალაშქრეთ, თუ მუზეუმები და გალერეები გიტაცებთ, ეწვიეთ ბუდაპეშტთან ახლომდებარე ქალაქს – შენტენდრეს.

 

მდინარის კრუიზი ბუდაპეშტში

თუ ქალაქის დათვალიერება გსურთ, მდინარის ტური ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ბუდაპეშტის არქიტექტურის, ისტორიის და თანამედროვე ურბანული ელემენტების შესაცნობად. შეეცადეთ, ტური საღამოს დაიწყოთ, რომ საშუალება გქონდეთ დღის ფერებით დატკბეთ, ხოლო შებინდებისას მდინარის ზედაპირზე არეკლილ, განათებულ შენობებს დააკვირდეთ, რომელთა შორის ყველაზე განსაკუთრებული და მომხიბვლელი, უნგრეთის პარლამენტის შენობაა.

 

 

როგორ გავემგზავროთ ბუდაპეშტში?

საქართველოდან ბუდაპეშტში გასამგზავრებლად, საუკეთესო საშუალება საჰაერო მგზავრობაა. ბუდაპეშტის მიმართულებით, დაბალბიუჯეტიან ავიარეისებს ქუთაისის აეროპორტიდან, კომპანია Wizz Air ახორციელებს. ავიაბილეთების განსაკუთრებულ ფასად შეძენა კი ჩვენს ქართულენოვან ვებ საიტზე Fly.Ge სულ რაღაც სამ წუთშია შესაძლებელი. ავიაბილეთის შეძენის შემდეგ კი, ელექტრონულ ბილეთსა და გადახდის ინვოისს, ავტომატურად მიიღებთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტასა და პირად კაბინეტში.

აქვე გირჩევთ, რომ ყველაზე ხშირ შემთხვევაში, ავიაბილეთის იაფად შეძენა, შესაძლებელია ფრენამდე 6-8 კვირით ადრე.

გარდა ქუთაისის აეროპორტისა, ბუდაპეშტში გამგზავრება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შესაძლებელია.

გაითვალისწინეთ რეკომენდაციები! გახსოვდეთ, რომ მოგზაურობის წინასწარ დაგეგმვა, მას განსაკუთრებით დაუვიწყარს ქმნის. მოგზაურობა სპონტანურ თავგადასავლებს, თავად შემოგთავაზებთ.

 

იაფი ავიაბილეთები ბუდაპეშტისკენ

ქუთაისი-ბუდაპეშტი | ბუდაპეშტი-ქუთაისი | ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი | თბილისი-ბუდაპეშტი | ბუდაპეშტი-თბილისი | თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისი