ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შიმქენთიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს. ავიაკომპანიის მენეჯმენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, FlyArystan-ი შიმქენთი-ქუთაისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 19 მარტიდან დაიწყებს.
არსებული ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორი სიხშირით – ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანია შიმქენთი-ქუთაისი-შიმქენთის მიმართულებით, 2021 წლის 14 ივლისიდან დაფრინავს. ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კი აღნიშნული მიმართულებით ოპერირება დროებით შეჩერებული იყო.
FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელსAir Astana-ს ბაზაზე დაფუძნდა.