ჩემი ფავორიტი ხუთი ადგილი პარიზში – ლანა ცხადაძე
0

ჩემი ფავორიტი ხუთი ადგილი პარიზში – ლანა ცხადაძე

ჩვენი დღევანდელი მოგზაური-ავტორი, ფაქტობრივად არა მოყვარული, არამედ პროფესიონალი მოგზაურია. თუ მისი მოგზაურობის ისტორიას, Google Map-ში დავხედავთ, პინების რაოდენობა ერთის მხრივ აღფრთოვანებას გამოიწვევს, მეორეს მხრივ კი, როგორც შერბილებით იტყვიან “თეთრი შურით” აგვავსებს. თუმცა, როგორც დიდი, ტვინებში მოგზაური დოჩანაშვილი იტყოდა წინ ყველას დიდი, პერსონალური ბედნიერება გველის – “პირველად წაკითხვის ბედნიერება”, ჩვენი აღმოჩენების, ჩვენი პინების და Check in-ების.

ლანა ცხადაძე Hotsale.ge-ს ბრენდის განვითარების მენეჯერი, ალბათ ზოგისთვის ბანალურ, თუმცა ყველასთვის საოცნებო და must visited პარიზზე მოგვიყვება. გვერდს აუქცევს მთავარ ტურისტულ დანიშნულებებს და დაგეხმარებათ ისეთი ადგილების აღმოჩენაში, რომელიც TOP ხუთეულში იშვიათად ხვდება ხოლმე:

 

თუ მოგზაურობას ფიქრობ “პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა“ –  ჩემთვის პარიზის სილამაზეს ოდრის ეს ფრაზა შესანიშნავად აღწერს. უდაოა, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობები ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და არათუ ერთხელ ვიზიტი, არამედ ერთი წელიც კი არ არის საკმარისი, ყველა მათგანის მოსანახულებლად და დეტალებით დასატკბობად.

 

Რა უნდა ნახოთ, თუ პარიზში მეორედ მიდიხართ? Რა შეიძლება ნახოთ როცა უკვე ლუვრი, ვერსალი და ეიფელი ნანახი გაქვს რა უნდა ნახოთ? Ჩემი დღევანდელი ამბავი ამაზეა. თუმცა სანამ ამ დანიშნულებებზე მოგითხრობდეთ, რამდენიმე სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებთ:

 

 

  • თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბევრი მუზეუმი, ბიუჯეტურ ფასად მოინახულოთ. ამისთვის პასი უნდა შეიძინოთ. Მე პირადად მუზეუმ პასის საშუალებით,  რომელიც 70 მდე მუზეუმს მოიცავს, მხოლოდ  75 ევრო გადავიხადე. 

 

  • ერთკვირიანი სამგზავრო ბარათი 40 ევროდ შევიძინე , რომელიც ყველა ხაზს და rer-ს მოიცავს, თუ პარიზში ტრანსპორტით გადაადგილება გსურთ უნდა იცოდეთ რომ ძალიან ბევრი ხაზია ხოლო rer-ის მატარებლები კი პარიზიდან 2-3 საათის სავალზე არსებულ ქალაქებამდე ჩაგიყვანთ. ( დისნეი ლენდი, ფონტენბლო, ვერსალი და სხვ.). გამომდინარე იქიდან რომ, სასიარულოც ბევრი მქონდა გადავწყვიტე ბარათი შემეძინა და მთელი კვირა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მესარგებლა.

ახლა კი დროა, იმ ხუთ ადგილზეც გესაუბროთ, რომელზეც ალბათ ყოველთვის ყველგან არ იწერება:

 

Sainte Chapelle, პარიზი

Sainte Chapelle-ს ძველი სამლოცველო Conciergerie-ში, ყოფილი სამეფო სასახლის და ციხის კომპლექსში მდებარეობს. ტაძარი მეფე ლუი IX-მ, მე-13 საუკუნის შუა ხანებში ააგო. Შესაძლებლობისამებრ გირჩევთ მზიან დღეს ეწვიოთ, როცა ვიტრაჟების სილამაზე სრულად ანათებს მას მზის შუქზე.

 

როდენის მუზეუმი, პარიზი

1916 წელს დაარსებულ საფრანგეთის უდიდესი მოქანდაკის ნამუშევრების მუზეუმში, მის ულამაზეს ქმნილებას “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” და “კოცნას” აღმოაჩენთ. ქანდაკებები ულამაზეს ბაღშია განთავსებული.

ორანჟერეის მუზეუმი

მუზეუმის სავიზიტო ბარათს, ოვალური დარბაზი წარმოადგენს, კლოდ მონეს იშვიათი კოლექციით, სახელწოდებით „წყლები“,  რომელიც მხატვრის ბოლო ნამუშევარია. აქვე ნახავთ უდიდესი კოლექციონერის “ქონებას”, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ  მუზეუმს გადასცა. კოლექცია მოიცავს პიკასოს, მოდელიანის და სხვა მხატვრების იშვიათ კოლექციებს.

 

 

ჩემი ფავორიტი ხუთი ადგილი პარიზში – ლანა ცხადაძე

ფონტენბლო, პარიზი

მე-13 საუკუნეში მეფე ლუი IX-ს სასახლის მშენებლობა დაიწყო რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მმართველები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და თითოეულმა სასახლეს რაღაც თავისი დაამატა. დღეს ფონტენბლო არის მდიდრული რეზიდენცია რენესანსის სტილში. შენობაში დაგხვდებათ ათობით დარბაზი, ბევრი ოქრო და ვერცხლი, იშვიათი ავეჯი. იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტიმ სასახლე თავის საცხოვრებელ რეზიდენციად აქცია და თავის მმართველობის პერიოდში აქვე ცხოვრობდა.

 

მონ-სენ-მიშელი, საფრანგეთი(პარიზიდან 4სთ. გზა)

ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე და ამ საოცარი კუნძულის შესახებ მცირე ისტორიასაც მოგიიყვებით. მისი ისტორია 708 წლიდან იწყება. რამდენადმე მხიარული ლეგენდის თანახმად, ეპისკოპოსს მთავარანგელოზი მიქაელი  გამოეცხადა, რომელმაც ეკლესიის აშენება უბრძანა. ანგელოზი ეპისკოპოსს  სამჯერ გამოეცხადა, მაგრამ ამ უკანასკნელს ნიშნის სისწორეში ეჭვი ეპარებოდა. ეპისოკოპოსმა გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარანგელოზმა ნიშნის რეალურობის ნიშნად, მას თავში თითი ჩაუკაკუნა.

 

 

დანართი: თუ საზაფხულო შვებულების დაგეგმვის პროცესში ხარ www.fly.ge -ზე ავიაბილეთის შეძენა, მარტივად შეგიძლია, სპონტანური მოგზაურობის მოყვარულებს კი, ავიაბილეთების განვადებით შეძენაც შეგიძლიათ; თუ ტურის დაგეგმვა გსურთ, ჩვენი ვირტუალური გიდები, მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით, თქვენს დაუვიწყარ მოგზაურობას დაგეგმავენ.